სად იდგმება ფარული ჩანაწერების სცენარი და რატომ არ ცნობს შავგულიძე საპარლამენტო ოპოზიციას?
თამარ ლეფსვერიძე
საზოგადოებას ფარული ჩანაწერების აღარ სჯერა. ეს დაახლოებით იმ იგავ-არაკს ჰგავს, აცეტებული მწყემსი ხალხს რომ ატყუებს, _ მგელი მოდისო და მერე, მართლა გამოჩენილ მგელზე საშველად რომ აღარავინ მივა. ყოველთვის, ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვისას ხელისუფლება `პურისა და სანახაობის~ ერთსა და იმავე მეთოდს მიმართავს და გაურკვეველი შინაარსის ფარულ ჩანაწერებს ატრიალებს. მართალია, ამბობენ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვსო, მაგრამ ბადრი პატარკაციშვილისა და მასთან დაკავშირებული ჩანაწერების ისტორია იმდენად უახლესი წარსული იყო, რომ ჩვენს `მოკლე მეხსიერებას~ ჯერ კიდევ მკაფიოდ შემორჩა...
შალვა შავგულიძე ის ადამიანია, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა თავად პატარკაციშვილთან და იმ ჩანაწერებთანაც, რომლის გამოც ოლიგარქი ყველაზე დაახლოებულმა პირებმაც 30 ვერცხლად გაყიდეს. ამიტომ, ქართული სახელისუფლებო ფარული ჩანაწერების პიარ-ტექნოლოგიებზე, მისი მოსაზრებების მოსმენა გადავწყვიტეთ.
საზოგადოებას ფარული ჩანაწერების აღარ სჯერა. ეს დაახლოებით იმ იგავ-არაკს ჰგავს, აცეტებული მწყემსი ხალხს რომ ატყუებს, _ მგელი მოდისო და მერე, მართლა გამოჩენილ მგელზე საშველად რომ აღარავინ მივა. ყოველთვის, ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვისას ხელისუფლება `პურისა და სანახაობის~ ერთსა და იმავე მეთოდს მიმართავს და გაურკვეველი შინაარსის ფარულ ჩანაწერებს ატრიალებს. მართალია, ამბობენ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვსო, მაგრამ ბადრი პატარკაციშვილისა და მასთან დაკავშირებული ჩანაწერების ისტორია იმდენად უახლესი წარსული იყო, რომ ჩვენს `მოკლე მეხსიერებას~ ჯერ კიდევ მკაფიოდ შემორჩა...
შალვა შავგულიძე ის ადამიანია, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა თავად პატარკაციშვილთან და იმ ჩანაწერებთანაც, რომლის გამოც ოლიგარქი ყველაზე დაახლოებულმა პირებმაც 30 ვერცხლად გაყიდეს. ამიტომ, ქართული სახელისუფლებო ფარული ჩანაწერების პიარ-ტექნოლოგიებზე, მისი მოსაზრებების მოსმენა გადავწყვიტეთ.
_ ბატონო შალვა, რამდენიმე ხნის წინ, კვლავ დატრიალდა ფარული ჩანაწერების ახალი სერია, ამჯერად უკვე იარაღის შეძენასთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება?
_ აქიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება _ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით, თვითონ დარჩეს ხელისუფლებაში. ისინი ძალიან შორს არიან სამართლებლივი სახელმწიფოს მშენებლობის იდეისგანაც კი.
_ ხომ შეიძლება, საქმე გვქონდეს დანაშაულის პროვოცირებასთან? ჩვენთვის არავის უთქვამს და უჩვენებია, როგორ შევიდნენ ეს ოპერატიული მუშაკები კონტაქტში იმ ადამიანებთან, რომლებსაც იარაღის შეძენა ბრალდებათ.
_ აბსოლუტურად გეთანხმებით. ერთია სამართლებრივი შეფასება და მეორე მხრივ, არავინ იცის, რეალურად რა ინფორმაციას შეიცავს ეს მასალა. ამის თქმის საფუძველი ნამდვილად მაქვს. კარგად გვახსოვს შარშან, ბატონი ბადრი პატარკაციშვილის მიმართ გაშუქებული ჩანაწერები. მე ამ ადამიანს ვიცავდი და სრულად ვნახე ყველა ჩანაწერი. ის, რაც ტელევიზიით შუქდებოდა და საზოგადოებას მიეწოდებოდა, წმინდა სახის ფაბრიკაცია იყო, თანაც საკმაოდ უხეშად დამონტაჟებული. ერთი ფრაზა შედგენილი იყო სხვადასხვა წინადადებიდან ამოღებული ფრაზებით და გამოყვანილი ჰქონდათ სულ სხვა აზრი. დანაშაული იქნა შეთხზული. აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ, რომ ახლანდელი ჩანაწერებიც ასეთი მეთოდით მიაწოდეს საზოგადოებას. ამგვარად, ხელისუფლება ქმნის სურათს, რომ ესა თუ ის პირი და პოლიტიკური პარტია, ასოცირებული იყოს მძიმე სახის დანაშაულთან.
თანაც, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასე საჯაროდ იქნეს გამოყენებული ოპერატიული მასალა. არ გამოვრიცხავ და დიდი შანსია, რომ ადგილი ჰქონდეს როგორც მონტაჟს, ასევე აგენტების მიერ წინასწარ დადგმული სპექტაკლის ვიდეოფირზე ასახვას, ისევე როგორც, ადგილი ჰქონდა ბატონი ბადრის მიმართ შარშან გაშვებულ მასალაში. ამას, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. გახსოვთ ალბათ, გენერალური პროკურორის მოადგილე, ლევიტანის ხმით როგორ აკეთებდა დასკვნებს მთლიანად დამონტაჟებულ და გაყალბებულ მასალებზე.
_ კარგად გვახსოვს ისიც, ნიკა გვარამიამ როგორ განაცხადა, რომ კოდუა-პატარკაციშვილის 2 საათიანი ჩანაწერიდან, მხოლოდ 25 წუთს გვთავაზობდნენ. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზიის არცერთი ჟურნალისტი დაინტერესებულა იმით, რას ეხებოდა დანარჩენი საათნახევარი, ისე დატოვეს ტელეკომპანია `იმედი~. ერთი სიტყვით, მაშინ გაჭრა ამ ყველაფერმა...
_ 2 საათიდან, შეიძლება მხოლოდ 25 წუთი გააშუქო, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში ადგილი არ ექნება გაყალბებასა და მონტაჟს, ჭეშმარიტი სურათის შექმნა შეიძლება. მაგრამ, როცა 3 წუთი თავიდანაა ამოგლეჯილი და 5 წუთი შუიდან, უკვე სულ სხვა რაღაცას ვიღებთ.
რაც შეეხება ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, გეთანხმებით, არც მედიის სათანადო ყურადღების ქვეშ მოექცა და სამწუხაროდ, არც ბადრის მეუღლემ, ქალბატონმა ინამ გამოხატა აქტიური პოზიცია, რომ სისხლის სამართლის საქმე გაგრძელებულიყო და ბოლომდე მისულიყო. ასე რომ მომხდარიყო, მერწმუნეთ უფრო თვალსაჩინო გახდებოდა ვიდეომასალის მონტაჟიც და სხვა სიყალბეებიც, რაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, უხვად მოიპოვებოდა. საუბარია გაყალბებულ და დაუშვებელ მტკიცებულებებზე, რომელზეც მთელი ბრალდება იყო აგებული. ასეთ შემთხვევში, შედეგი სულ სხვა იქნებოდა. სამწუხაროდ, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხერხდა.
_ პატარკაციშვილისა და ,,იმედის`` თემა, დღემდე აქტუალურია, როდესაც სიყალბეებზე საუბრობთ, თუ შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითი გვითხრათ, რა იყო თქვენთვის ყველაზე ამაზრზენი ამ საქმეში?
_ კონკრეტული წინადადებების გახსენება გამიჭირდება, რადგან საქმის მასალები თან არ მაქვს. თორემ გაჩვენებდით, რომ ერთი წინადადება ამოღებულია საუბრის მე-7 წუთზე, მეორე მე-15-ზე და აქიდან გამოყვანილია ერთი წინადადება. ამ დროს, ერთი სულ სხვა კონტექსტშია ნათქვამი, მეორე სხვაში. მაგალითად, წინადადებიდან ,,მე ჯერ ომი არ დამიწყია``, ამოღებულია ,,ომი`` და სულ სხვა კონტექსტშია გადაბმული სხვა წინადადებაზე. უმარტივესს გეტყვით, დადგენილებაში ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც პატარკაციშვილს წარედგინა, მოცემულია ასეთი ქრონოლოგია დროში და გეოგრაფიულად: ,,ლონდონში მყოფმა ბადრი პატარკაციშვილმა, განიზრახა რა შეიარაღებული გადატრიალების მოწყობა საქართველოში, დანაშაულებრივად უკავშირდება ვალერი გელბახიანს, რომელიც მისი საარჩევნო შტაბის უფროსი იყო, ავალებს მას და მისი დავალებით, თითქოს გელბახიანი ხვდება მარინა გაბუნიას. შემდეგ, გაბუნია გელბახიანის დავალებით ხვდება კოდუას და შეეცადნენ მის ჩართვას დანაშაულებრივ განზრახვაში. მაგრამ, კოდუა კეთილსინდისიერი პოლიციელი აღმოჩნდა და დანაშაულებრივი ჯგუფი ამხილა.``
ამ დროს კი, საქმე გვაქვს სულ სხვა რამესთან. თვითონ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით და მათ მიერვე გაშუქებული ვიდეო-ჩანაწერებით, აშკარად საპირისპირო დგინდება. გეოგრაფიულად, ლონდონიდან არ დაწყებულა ეს დანაშაული და თბილისამდე არ ჩამოსულა. დაიწყო თბილისში და მივიდა ლონდონამდე. ჯერ ერთმანეთს შეხვდნენ კოდუა და გაბუნია, შემდეგ კოდუას დავალებით გაბუნია მიდის გელბახიანთან და ამ შეხვედრის შემდეგ, კოდუას რამდენჯერმე ეუბნება, _ კი ვნახე ის, შენც ეგ არ გინდოდა? ვნახე გელბახიანი, სხვა ვინ? რატომ მეკითხები?
ამის შემდეგ, გელბახიანს აგზავნიან ლონდონში პატარკაციშვილთან. ანუ დადგენილებაში, ყველაფერი უკუღმაა ნაჩვენები როგორც დროში, ასევე გეოგრაფიულად. ეს არის თვალსაჩინო და ზედაპირული მაგალითი, რომელიც ადვილად აღსაქმელია მკითხველისთვის.
_ ანუ გელბახიანი და გაბუნია კოდუას დავალებით მოქმედებდნენ?
_ არა, მე ვერ ვიტყვი, რომ კოდუას დავალებით მოქმედებდნენ, მაგრამ პირველად კოდუამ ნახა გაბუნია და ამის შემდგომ _ გაბუნიამ გელბახიანი, შემდეგ ეს უკანასკნელი მიდის საზღვარგარეთ პატარკაციშვილთან შესახვედრად. ხომ გესმით, ყველაფერი უკუღმა დაატრიალეს. გარდა ამისა, საქმეში არის აბსოლუტურად დაუშვებელი ბრალდებები. გაყალბებული და დამონტაჟებული მასალა და კიდევ უამრავი გარემოება, რაც იმედს გვაძლევდა და ბატონი ბადრიც იმედიანად უყურებდა, რომ ამ საქმეში მთლიანად გამართლდებოდა. საბოლოო ჯამში, მხილებული იქნებოდა, რომ ეს დანაშაული მოფიქრებული იყო შსს-ს კედლებში და იქ დადგმული სცენარით ჰპოვა განვითარება. ეს აშკარად დადასტურდებოდა და იმედი მაქვს, სიტუაცია შეიცვლება და მოხერხდება ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა.
_ როდესაც ამ საქმეზე საუბრობთ, აშკარად გეტყობათ, რომ თქვენი ძალიან დიდი გულისტკივილია. პატარკაციშვილის ოჯახთან თუ გქონდათ საუბარი რაიმე ერთობლივი გეგმის განხორციელებაზე?
_ მართალს ბრძანებთ და ეს გულისტკივილი, რამდენიმე გარემოებით არის განპირობებული. ჯერ ერთი, ამ ხნის მანძილზე, მთელი გული და ენერგია ჩავდე ამ საქმეში. მეორეც, აბსოლუტურად დადასტურებადი იყო ის გარემოება, რომ სახეზე გვქონდა პროვოცირებული დანაშაულის ფაქტი და ეს მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. და მესამეც, ამ პროვოცირებულ ამბავს, საბოლოოდ, ადამიანი შეეწირა. მე ახლა ვერ დავიწყებ მტკიცებას ბატონ ბადრის გული გაუსკდა და ვერ გაუძლო ამ უსამართლობას, ცილისწამების ნიაღვარსა და ღალატს, თუ იქ რაიმე საწამლავი ნივთიერება და ზემოქმედების სხვა საშუალება წააშველეს. ამას ვერ ვიტყვი, რადგან მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ შეიძლება ამ ფაქტზე სიმართლის დადგენა და ამაზე თავს იკავებს ოჯახი, ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა მესმის მათი მდგომარეობაც. გადაწყვეტილება უნდა მიეღო ერთადერთ პიროვნებას, ეს გახლავთ ქალბატონი ინა გუდავაძე. მაგრამ როდესაც ასეთი ფაქტის წინაშე დგები და საეჭვო გარემოებაში კვდება ამხელა წონის ადამიანი, ალბათ შიშის საფუძველიც გაქვს. მაგრამ, მე მაინც არ ვკარგავ იმედს, რომ ადრე თუ გვიან, ამ საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდება. და კიდევ, ძალიან ბევრი საქმეა, რომელზე ჭეშმარიტების დადგენასაც საზოგადოება ელოდება. ყველაფრის დრო მოვა...ს
_ თუმცა, რაც დრო გადის, მით უფრო მეტი ადამიანი ხდება რეპრესიებისა და შანტაჟის მსხვერპლი.
_ გეთანხმებით, საზოგადოება ისეა დაშინებული, როგორც არასდროს. მაგრამ, დღეისთვის, ხალხი იმ წერტილამდეა მისული, რომ აღარც მოტყუებულები ტყუვდებიან და აღარც დაშინებულებს ეშინიათ. ფიქრობენ, ამაზე უარესი რაღა უნდა დაგვემართოსო. აქ უკვე დუღილის ის ტემპერატურა დგება, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ცვლილებებს. ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის სურვილია, მაქსიმალურად კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოხერხდეს ხელისუფლების გაცილება და ახალი გუნდის მოსვლა, რომელსაც რეალურად ექნება კეთილი ნება, ააშენოს სამართლებრივი და სამოქალაქო სახელმწიფო. ასეთი ნება, სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა, არადა შესანიშნავი შანსი ჰქონდათ. ყველაფერი ცუდი ბრალდებოდა წარსულს და ყველაფერი კარგი მიეწერებოდათ მათ, _ წინა თაობების გაკეთებულიც კი. გარდა ამისა, ჰქონდათ უზარმაზარი საერთაშორისო მხარდაჭერა, მორალური, პოლიტიკური და ფინანსურიც კი.
_ ბატონო შალვა, არ გეშინიათ, გაცილებით უარესი რამ რომ მოხდეს, ვიდრე 7 ნოემბერს?
_ როგორ გითხრათ, ახლა გამორიცხული არაფერია. გარკვეული სიფრთხილის გრძნობა, რა თქმა უნდა, მაქვს. მაგრამ, თუ ასეთი რამ მოხდება, მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. როცა მოქალაქეები გრძნობენ, რომ ხელისუფლებას აღარანაირი შანსი აღარ აქვს, რა თქმა უნდა, ყველანაირად შეეცდებიან შეცვალონ. ეს არის თვითგადარჩენის ინსტიქტი, რისთვისაც ვერცერთი ხელისუფლება უსაყვედურებს მისი ქვეყნის მოქალაქეებს. რომელ რესურსზეა საუბარი, როდესაც აგვისტოს დღეებში, როცა რუსეთის ჯარი იგოეთს მოუახლოვდა, მახსოვს ქვეყნის პირველი პირის, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, რომელმაც ასეთ კრიზისულ პერიოდში გააკეთა განცხადება, _ თუ რუსები თბილისისკენ დაიძვრებიან, ამის შესახებ, 1 საათით ადრე გაცნობებთო. ამაზე მეტს რომ ხალხს ვეღარაფერს ეტყვი, იქ წასულია შენი საქმე. რომ მოდის, მერე რა? სად წავიდეთ ან რა ვქნათ? ამაზე პასუხისმგებლობა სწორედ პრეზიდენტს უნდა აეღო. მან კი მხოლოდ ერთი რამ შემოგვთავაზა, _ ინფორმაციას მოგაწვდითო. ამ ინფორმაციას იქ მდგარი ნებისმიერი კორესპონდენტიც მოგვაწვდიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, ქვეყნის მეორე პირი, პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა და გვითხრა, _ ნამდვილად არის ასეთი ინფორმაცია და თუ რუსებმა მსგავსი რამ გაბედეს, საერთაშორისო სამართლის თანახმად, თქვენ გაქვთ თავდაცვის უფლება და შეგიძლიათ ნებისმიერი საშუალებით, დანებით ჩანგლებით და კეტებით დაიცვათ თავიო. ამის უფლება მოგვცა და დაგვემშვიდობა. როდესაც ქვეყნის პირველი და მეორე პირი ამაზე მეტს ვეღარაფერს გეუბნება, აშკარაა რომ ყველანაირი რესურსი ამოეწურათ. ასეთ შემთხვევაში, ან თავად უნდა ეყოთ გონიერება და დატოვონ ხელისუფლება, ან ხალხმა უნდა იზრუნოს ამაზე. ვფიქრობ, ეს მეორე ვარიანტი მოხდება.
_ მოდით, საპარლამენტო ოპოზიციაზე ვისაუბროთ. როდესაც უცნობთან ,,საკანში`` იყავით, რამდენჯერმე საკმაოდ არასახარბიელო კონტექსტში მოიხსენიეთ გიორგი თარგამაძე. როგორ აპირებთ მსგავსი ტიპის ოპოზიციონერებთან ურთიერთობას?
_ საპარლამენტო ოპოზიცია, ნამდვილად არ მიმაჩნია ოპოზიციად. ვფიქრობ, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი პოლიტიკურად არასწორი იყო. თანამშრომლობას რაც შეეხება, ვერ ვხედავ იმ თემებსა და სფეროს, სადაც მათთან თანამშრომლობა შეიძლება. თუ რაღაც გარემოება მოიტანს ისე, რომ მათთან დიალოგი საჭირო გახდება, არ დაველაპარაკები მეთქი, არ გეტყვით. თუმცა, არა მგონია, ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში რაიმე როლს ასრულებდნენ და არც ის მგონია, რომ მათთან სათანამშრომლო გარემოებები დაუდგეს რეალურ ოპოზიციას. ამჟამინდელმა საპარლამენტო ოპოზიციამ, თეორიული შანსი მისცა ხელისუფლებას, ხელოვნურად შეექმნათ დემოკრატიული ფონი და მრავალპარტიული პარლამენტი. ამის საპირწონე სიკეთეს კი, იქ ნამდვილად ვერცერთი მათგანი ვერც ახლა აკეთებს და ვერც მომავალში გააკეთებენ. მათ, ელემენტარულად, ამის რესურსიც არ გააჩნიათ. ზოგიერთ მათგანს, ერჩივნა იქ დარჩენილიყო, საიდანაც რეალურად შეიძლებოდა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთება.
თირკმლის ყიდვა გსურთ თუ გსურთ თქვენი თირკმლის გაყიდვა? ეძებთ შესაძლებლობას, რომ თქვენი თირკმლის ფული გაყიდოთ ფინანსური რღვევის გამო და არ იცით რა უნდა გააკეთოთ, შემდეგ დაგვიკავშირდით დღეს და ჩვენ გთავაზობთ თირკმელზედა ჯამში 500000 დოლარს. მე მქვია ექიმი MAXWELL ვარ ნევროლოგი BILL ROTH HOSPITAL. ჩვენი საავადმყოფო სპეციალიზირებულია თირკმელების ქირურგიაში და ასევე გვაქვს საქმე თირკმელების ყიდვასა და გადანერგვაში, შესაბამის დონორთან. Ჩვენ ვართ
ОтветитьУдалитьმდებარეობს ინდოეთში, აშშ, მალაიზია, სინგაპური. იაპონიაში
თუ გაინტერესებთ თირკმლის გაყიდვა ან ყიდვა, გთხოვთ ნუ დააყოვნებთ
დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტით და ელ.ფოსტით.
ელ.ფოსტა: birothhociation@gmail.com
Whats აპის ნომერი: +33751490980
Საუკეთესო სურვილებით
ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲘᲠᲔᲥᲢᲝᲠᲘ
DR MAXWELL
Გამარჯობა ყველას,
ОтветитьУдалитьეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.