четверг, 28 мая 2009 г.

ცრუ ჩვენებების, შანტაჟისა და მუქარის დიდი ქარხანა ახალაიას პროკურატურაში!


03.04.2008
70 წლის ქალი ვარ და გამომძიებელმა მითხრა, აგერ შენი დაჭერის ორდერი მაქვსო, სულ არ მახსოვს რა დავწერე, ხელები მიკანკალებდა...

ირმა მესხია


როგორ სძალავენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში ცრუ ჩვენებებს და აკონტროლებს თუ არა სიტუაციას როლანდ ახალაია?! ამ სახელწოდების სტატია ,,თავისუფალი გაზეთში" რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა. წერილში, დოკუმენტური მასალის დართვით, ვრცლად ვისაუბრეთ ყველა იმ ტყუილსა და ცილისწამებაზე, რასაც ამ საქმეში ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით...
რა ხდება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში?! ფლობს თუ არა პროკურორი როლანდ ახალაია ობიექტურ ინფორმაციებს, რა სახის ზეწოლებს ახდენს გამომძიებელი რომეო საჯაია მოქალაქეებზე და რამდენი ადამიანი ზის ზუგდიდის საპყრობილეში ცრუ ჩვენების საფუძველზე?! ამ თემით ?თავისუფალი გაზეთი? კიდევ ერთხელ დაინტერესდა და შედეგმა ,,თმები ლამის ყალყზე დაგვიყენა!"...
ვინც არ იცის, შევახსენებთ რომ ზუგდიდში, შუაგულ ცენტრში, გუბერნიის მოპირდაპირე მხარეს დგას საკმაოდ დიდი შენობა - ,,ენგური". ერთ მშვენიერ დღეს, ამ შენობას ვიღაცამ თვალი დაადგა და მისი მისაკუთრება გადაწყვიტა. ერთ ჩინოვნიკს ,,მადა ჭამაში მოუვიდა" და იფიქრა, ეს შენობა ამისთანა ადგილას, ,,ყელზე ნამდვილად არ დამადგებაო". მაგრამ, მისდა მოულოდნელად, აღმოჩნდა რომ ,,ენგურს" უკვე კანონიერი მეპატრონე ჰყავდა - ვინმე ხათუნა კაკაჩია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ობიექტი ,,ზუგდიდვაჭრობას"ეკუთვნოდა. პირველ ჯერზე, მოლაპარაკებები მეპატრონეებთან აწარმოეს, რომლებსაც შენობის დაბრუნებას თხოვდნენ. როგორც ხათუნა კაკაჩიას მეუღლე, ბიზნესმენი დავით როგავა, ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნავს: ,,ეს პრობლემები რომ დაგვეწყო, პროკურორმა საჯაიამ მითხრა, ამ შენობას რომ ყიდულობდით, თავიდანვე პროკურატურაში რატომ არ მოხვედითო. ჩვენ თვითონ გაყიდვინებდით შენობებს. არ იცოდით, ზუგდიდში ყველაფერი პროკურატურის გავლით რომ იყიდებაო?".
გაგიკვირდებათ და მეპატრონეები დათმობაზე არ წავიდნენ. რაიმე სახის დარღვევები ვერც ,,ზუგდიდვაჭრობის' რომელიმე საბუთში აღმოაჩინეს, არადა შენობას შტურმით ხომ ვერ აიღებდნენ?!
სწორედ ამ დროს სამეგრელოს საოლქო პროკურატურას ,,მხსნელად მოევლინა" ,,ზუგდიდვაჭრობის" ყოფილი ბუღალტერი, ლუიზა წყაროზია, რომელიც თავის ჩვენებაში წერს, რომ ,,ზუგდიდვაჭრობის" დირექტორი იმედი ალშიბაია და გულნარა ჯინჯოლავა დოკუმენტაციის გაყალბებას აიძულებდნენ. აღნიშნავს იმასაც, რომ მას პრივატიზაციის გეგმის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, ხელი არ მოუწერია.
სწორედ ლუიზა წყაროზიას ჩვენება გახდა გულნარა ჯინჯოლავასადმი ბრალის წაყენებისა და მყისიერი დაპატიმრების მიზეზი. ,,თავისუფალმა გაზეთმა" მოიპოვა და გამოაქვეყნა კიდეც ის დოკუმენტი, რომელზედაც ნამდვილად არის ქალბატონი წყაროზიას ხელმოწერა. ეს სწორედ პრივატიზაციის ის გეგმაა, რომელზედაც ეს უკანასკნელი, თავის ჩვენებაში დაჟინებით ამტკიცებს, რომ ხელი არ მოუწერია. მაგრამ თქვენც არ მომოკვდეთ, რომეო საჯაიას ,,ყურიც არ შეუბერტყია"...
თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის საქმე, რომელსაც პირდაპირ ეხება ,,ქონების ლეგალიზაციის შესახებ" დადგენილება, რომელიც სოფლის ბირჟაზე ნამდვილად არ მიუღიათ.
გულმა და პროფესიულმა ინტუიციამ გვიგრძნო, რომ ზუგდიდის სამხარეო პროკურატურაში, ცრუ მოწმეთა დიდი ქარხანა ამუშავდა და ვითარების გარკვევა ადგილზე გადავწყვიტეთ.
შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ადამიანებმა, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურას ჩვენებები მისცეს, ჩვენთან საუბრისას აღიარეს, რომ ეს ყველაფერი დიდი ზეწოლის შედეგად მოხდა, ზოგიერთი მათგანი იმასაც ამბობს, რომ ჩვენებებს თავად გამომძიებელი წერდა და ხელი ისე მოაწერინეს, რომ არც კი წააკითხეს. (!)
1600 ფურცლიანი სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შემდეგ, ,,ზუგდიდვაჭრობის" სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელ თავმჯდომარესთან, პავლე ქვარცხავასა და ბუღალტერთან, ინოლა ქვარაიასთან შეხვედრა გადავწყვიტეთ. შეგახსენებთ, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომელთა ჩვენების საფუძველზე, გულნარა ჯინჯოლავას ბრალი დასდეს თაღლითობასა და დოკუმენტების არასწორად მომზადებაში.
ზუგდიდში ჩასულებს თითქმის მთელი კოლექტივი სამსახურში დაგვხდა. ერთ-ერთმა თანამშრომელმა, როგორც კი გაიგო რომელი გაზეთის ჟურნალისტი ვიყავით, გვითხრა:
,,მივესალმები თქვენს გამბედაობას, მიხარია რომ ასეთი უშიშარი ჟურნალისტები ხართ და სიმართლეს წერთ, მაგრამ თქვენს ვერცერთ კითხვას პასუხს ვერ გავცემ, რადგან ნამდვილად ვიცი, თქვენთან შეხვედრის შემდეგ, პროკურატურაში დამიბარებენ და საყვედურს მეტყვიანო. ამის შემდეგ, მან დემონსტრაციულად დატოვა ოთახი და დაგვიბარა: თუ ჩემს ნათქვამს დაწერთ, მე უარვყოფო..."
რაც შეეხება ბატონ პავლე ქვარცხავას, ის კაბინეტში არ დაგვხვდა, სტუდენტებს ლექციას უკითხავდა და შემოგვითვალა: დამელოდეთ და 15 წუთში მოვალო.
სამაგიეროდ, მოულოდნელი კომენტარი გააკეთა ბუღალტერმა ინოლა ქვარაიამ: ,,საერთოდ არ მახსოვს რა დავწერე და თუ ჩემს მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას წამაკითხებთ, ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს."
70 წლის ქალბატონმა გამომძიებლის მიერ დაწერილი ჩვენება, რომ გადაიკითხა, გაოცებული დარჩა.
2007 წელი. 25 სექტემბერი, ინოლა ქვარაიას ჩვენება: ,,1996 წელს, ჩვენმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა საწარმოო გარდაექმნათ სააქციო საზოგადოებად. რაზეც წერილი გააგზავნეს ქონების მართვის სამმართველოში. ამის შემდგომ, 1997 წელს ი. ალშიბაიას ბრძანებით, ჩვენს საწარმოში შეიქმნა კომისია შვიდი კაცის შემადგენლობით კომისიას თვამჯდომარეობდა ი. ალშიბაია წევრებად ვიყავით მე, გ. ჯინჯოლავა. პ. ქვარცხავა, ლ. წყაროზია. ი. ფარცვანია. ა. ხარებავა. ამ კომისიას ევალებოდა ჩვენს ბალანსზე რიცხული ქონების აღწერა-ინვენტარიაზცია და საპრივატიზაციო დოკუმენტების წარდგენა შესაბამის ორგანოებში. ამ დოკუმენტების შედგენას ხელმძღვანელობდა ი. ალშიბაია და გ. ჯინჯოლავა. რომლებმაც დოკუმენტები წარადგინა სამმართველოში. კომისიის მიერ მოხდა 1992-95 წლების მდგომარეობის შემოწმება, რაზეც შედგა აფასების აქტები რომელიც დათარიღდა 1 ნოემბრის მდგომარეობით და სხვა დოკუმენტებთან ერთად გაიგზავნა ქონების მართვის სამმართველოში.
ამ დოკუმენტების შედგენის დროს იყო განსხვავებული აზრი, კერძოდ ლ. წყაროზია აცხადებდა, რომ ჩვენი კომისიის გაკეთებული აფასება იყო არასწორი და საჭირო იყო აფასება ახალი კოეფიციენტით. თუმცა, პრივატიზაციის სამმართველოში გაიგზავნა ძველი მონაცემებით. ეს გადაწყვეტილება მე არ მიმიღია. მე ვიყავი ერთ-ერთი რიგითი წევრი. დოკუმენტაცია ქონების მართვაში გააგზავნა გ. ჯინჯოლავამ. ყოველივე ამის შემდეგ, ქონების მართვის სამმართველოდან დაშვებულ იქნა ბრძანება ჩვენი საწარმოოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნასთან დაკავშირებით.
...ჩვენი საზოგადოება, ფაქტიურად იყო უფუნქციო. მატულობდა სახელმწიფოს ვალები და ამიტომ გვინდოდა ქონების გასხვისება.
ასევე ვიცოდით, რომ პროკურატურა აპირებდა ქონების ჩამორთმევას. ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი აქციების და ქონების გასხვისება.
ამის შემდეგ, ჯინჯოლავას მიერ მოძებნილ იქნა პირი რომელსაც უნდოდა აქციების შეძენა, კერძოდ შპს ,,დევორდი" და თ. ქანთარია. მე მივეცი მინდობილობა გ. ჯინჯოლავას ჩემი აქციების გასხვისების. რის შემდგომ მან ჩემი აქციები მიყიდა შპს ,,დვორდს" თ. ქანთარიას. რაშიც გადამიხადეს 13 005 ლარი.
დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ 1997 წელს, როდესაც ჩვენ მოვამზადეთ მასალები საპრივატიზაციოდ, რომელიც უნდა გაეგზავნა ზუგდიდის ქონების მართვაში, მასში მითითებულ მონაცემებს არ ეთანხმებოდა ლ. წყაროზია და ამიტომ ხელი არ მოაწერა პრივატიზაციის გეგმას. მეც არ მინდოდა ხელის მოწერა, ვინაიდან ვთვლიდი რომ აფასება არ იყო სწორი და ქონების ღირებულება იყო შემცირებული, მაგრამ უფროსის თხოვნით მოვაწერე."
22 ოქტომბერი, 2007 წელი - ,,აქციების გადაცემამდე, მათ ვუთხარით, რომ ქონებას ქონდა პრობლემა, კერძოდ პროკურატურაში მიმდინარეობდა გამოძიება. ასევ ვუთხარით, რომ თავის დროზე პრივატიზაცია მოხდა არასწორად და უკანონოდ. მიუხედავად ამისა მათ მაინც გადაწყვიტეს აქციების შეძენა"
- ქალბატონო ინოლა, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ლუიზა წყაროზიას ხელი არ მოუწერია დოკუმენტებზე?
-
პრივატიზაციის გეგმაზე, რომელიც პროკურატურამ ჩვენების მიცემის დღეს წარმომიდგინა, წყაროზიას ხელმოწერა არ ჰქონდა. დანარჩენ დოკუმენტაციაზე, ყველაზე ლუიზა წყაროზიას ხელმოწერებია. გამომძიებელმა თვითონ მითხრა: პრივატიზაციის გეგმის ყველა ეგზემპლიარი აქ მაქვს და წყაროზიას არც ერთზე არ აქვს ხელი მოწერილიო.
- ჩვენებაში გიწერიათ, რომ ქონების შეფასება იყო არასწორი და ღირებულება იყო შემცირებული...
-
ქონების შეფასებას ხელს აწერს წყაროზია. შეფასების აქტიდან და ბალანსიდან გამომდინარეობს საპრივატიზაციო გეგმა. ყველაფერი გაკეთებული იყო სწორად. ღირებულება არ იყო შემცირებული. ტერიტორიული კოეფიციენტი იყო მიყენებული, რაც რეალურად ხდიდა ქონების შეფასებას. 2 და 2,5 იყო მიყენებული. შეიძლება ეს გამახსენდა და დავწერე.
- როდის უთხარით მყიდველებს, რომ ,,ზუგდიდვაჭრობის" ქონებით პროკურატურა იყო დაინტერესებული და თუ იცოდით ამის შესახებ, რატომ გაყიდეთ აქციები?
-
პირადად მე, ცუდი ეკონომიური პირობები მქონდა და ამიტომ გავყიდე აქციები. საერთოდ არ ვიცოდი ,,ზუგდიდვაჭრობით" პროკურატურა რომ იყო დაინტერესებული.
- თუ ,,ზუგდიდვაჭრობაში" ყველაფერი კანონიერად იყო, რატომ დაწერეთ ჩვენებაში რომ ორგანიზაციაში თითქმის ყველაფერი დარღვევებით კეთდებოდა?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე ქალბატონმა ინოლამ თავი შეიკავა, დიქტოფონის გამორთვა გვთხოვა და გვითხრა: ,,70 წლის ქალი ვარ. წარმოიდგინეთ, კაცი დგას და ასეთ სიტყვას ამბობს: თქვენი დაჭერის ორდერი მაქვს აგერო და შეგვეშინდა. სულ არ მახსოვს რა დავწერე, ხელი მიკანკალებდა. პავლეც იქ იყო..."
- თქვენ სამჯერ მიეცით ჩვენება...
-
ის რასაც ვეუბნებოდი, არაფერი არ წერია.
- თქვენ ხომ წაიკითხეთ და ხელი მოაწერეთ?
-
არ გადამიკითხავს. ასე მითხრა, ყველაფერი სწორად არის დაწერილიო.
ამ საქმეში ყველაფერი მთავარი ბუღალტრის საწინააღმდეგოა. ის აგებდა ყველაფერზე პასუხს. სახელმწიფო კომისიაც იყო შექმნილი.
მერი ყურაშვილი: ს/ს ,,ზუგდიდვაჭრობის" დირექტორი.
- ქალბატონო მერი, პროკურატურას თუ მოუმართავს ოფიციალური წერილით ?ზუგდიდვაჭრობისთვის? და როდის გაიგეთ, რომ თქვენი ორგანიზაციით იყო დაინტერესებული სამართალდამცავი სტუქტურა?
-
ასეთი წერილი საერთოდ არ არსებობს.
- სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, პავლე ქვარცხავა გამოძიებასთან აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი იყო პროკურატურის დაინტერესების შესახებ...
-
თუ იცოდა, მაშინ ჩემთვის უნდა ეთქვა.
რაც შეეხება პროკურატურას, საჯაიამ დამირეკა. ეს იყო მაისის თვე. დამირეკა გამომძიებელმა საჯაიამ და მითხრა, ქანთარიას და ცხადაიას ტელეფონის ნომრები მომეციო, მაგრამ მე არ ვიცოდი... ,,ენგურის" ქვეშ მდებარე მიწა შევიძინეთ. თუ არ ვცდები, 29 ლარი და 48 თეთრი გადავიხადეთ კვ. მეტრში. ეს ძალიან დიდი თანხაა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პროკურატურამ ,,ზუგდიდვაჭრობით" დაინტერესება.
- რატომ გაყიდეთ აქციები და როგორ მოიძიეთ ინვესტორი?
-
ორგანიზაციას დაუგროვდა ვალი. საურავი დაგვიგროვდა. საგადასახადო გევუბნებოდა, - თუ არ გადაიხდით, ამ ფასში გაგიყიდითო. ჩვენც იძულებულები გავხდით ვინმე მოგვეძებნა და აქციები გაგვეყიდა... რა დავაშავეთ, არ ვიცი!
არ ვიცოდით, საკუთარი აქციების გაყიდვის შემთხვევაში, პროკურატურისთვის თუ უნდა მიგვემართა.
პროკურატურას რომ ეთქვა ჩვენთვის სახელმწიფოს სჭირდებაო... სხვათაშორის, 2006 წლის თებრვალში, გუბერნატორმა გოროზიამ შემოგვითვალა, - ვინმე მოვიდესო. ჩემზე უთქვამს, ხანდაზმული ქალია, ნუ შეაწუხებთო და ორგანიზაციიდან მივიდნენ. ზუგდიდში სტრატეგიული ობიექტის, თუ არ ვცდები სამხედრო ბაზის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო და რწმუნებულს უთქვამს, - ობიექტი მოგვეცითო. ჩვენ ნამდვილად არ გვითქვამს უარი. ამის შემდეგ, ჩვენთვის არც გუბერნატორს მოუმართავს, არც გამგეობას და არც არავის.
- რა თანამდებობა ეკავა და იყო თუ არა ჯინჯოლავა უფლებასოლი პირი ?ზუგდიდვაჭრობაში? ეწარმოებინა საბუღალტრო დოკუმენტაცია?
-
იმ პერიოდში, გულნარა ჯინჯოლავა კადრების განყოფილების უფროსი ყოფილა. ვინ შეეკითხებოდა მას, ან ბალანსის შედგენას, ან აფასებას?! რატომ, ,,ზუგდიდვაჭრობას" არ ჰყავდა ბუღალტერი?!
ისიც მითხრეს, რომ გამომძიებელმა შესაბამის ორგანოებს კითხვით მიმართა, - რამდენად სწორად აქვს გაკეთებული ?ზუგდიდვაჭრობას? დოკუმენტაცია და საბუღალტრო წარმოებაო. იქიდან მოუვიდა დასკვნა, ყველაფერი აბსოლუტურად კანონის დაცვით და სწორად არის გაკეთებულიო. იცით რა არის საინტერესო, გულნარამ რა იცოდა რა მოხდებოდა რამდენიმე წლის მერე, გაიტანდა თუ არა სახელმწიფო აუქციონზე საკუთარ ქონებას? რატომ ედავებიან მილიონს?
ამასობაში კი ,,თავისუფალი გაზეთი" ამაოდ ელოდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ პავლე ქვარცხავას. როგორც ჩანს, პროკურატურის შიშით, ჩვენთან შეხვედრას თავი აარიდა.
არადა, გვინდოდა მისთვის საკუთარი ხელით დაწერილი ჩვენება შეგვეხსენებინა.
17 სექტემბერი, 2007 წელი - პავლე ქვარცხავა: ,,ამჟამინდელმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გულნარა ჯინჯოლავამ მოძებნეს კერძო პირი, რომლებსაც სურდათ ჩვენი აქციების შესყიდვა. შემოსული თანხებით ჩვენ ვაპირებდით ბიუჯეტის ვალების დაფარვას.
მსურველები იყვნენ ფირმა ,,დ-ვორდის" წარმომადგენელი ვინმე თამაზ ქანთარია და თორნიკე ცხადაია. შემდეგ მათ რამდენჯერმე დაათავლიერეს ობიექტი, ავუხსენით ფაქტობრივი მდგომარეობა, ავუხსენით თუ ვის რამდენი აქცია ჰქონდა. ასევე საუბარი იყო სახელმწიფო ქონების პრივატიზებაზეც. ზოგადად გაყიდულ ქონებზე მიმდინარეობდა პროკურატურაში ძიება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მიიღეს გადაწყვეტილება შეეძინათ ჩვენგან აქციები".
ბატონო პავლე, თუ იცოდით, რომ ზოგადად გაყიდულ ქონებაზე პროკურატურაში ძიება მიმდინარეობდა და თუ ასეთი კეთილსინდისიერი ადამიანი იყავით, რატომ გაყიდეთ საკუთარი აქციები და რატომ მოატყუეთ სახელმწიფო?! ან რატომ დათანხმდით ასეთი ,,თაღლითური" ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ყოფილიყავით?!
მოგვიანებით ქალბატონი ინოლა ისევ დაგვიკავშირდა და რედაქციაში წერილი გამოგვატანა, რომლის რეზიუმეც ასეთია:
,,თავისუფალი გაზეთის" ჟურნალისტს ი. მესხიას
...ჩვენს მიერ შედგენილი ქონების შეფასების აქტი და პრივატიზაციის გეგმაც სწორად მიმაჩნია.
რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთთვის კაპიტალის შემცირებას? გაზრდილი კაპიტალის შემთხვევაში, აქციების რაოდენობაც გაიზრდებოდა და მეტ აქციებს მივიღებდით.
...აქციები შესყიდულ იქნა ნულოვანი აუქციონით 425471 ლარის კაპიტალიდან გამომდინარე, 1029598 ლარიდან რომ ყოფილიყო აუქციონზე, მაინც მიიღებდა ამ აქციებს და ამით არავითარ ზიანს არ მიყენებდა სახელმწიფოს.
გადასახდელი იყო ბიუჯეტის დავალიანება, რამაც ასიათას ლარს გადააჭარბა (მომდინარეობს ძველი წოდებიდან), რის გამოც ყადაღა დადებული იყო და გვემუქრებოდნენ ქონების გაყიდვით. ასევე მქონდა ცუდი ეკონომიური მდგომარეობა და გადავწყვიტე, გამეყიდა აქციები. თუ ვინ იყვნენ აქციების მყიდველები, ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი. პირველად ვნახე აქციონერთა კრებაზე. ასევე თუ პროკურატურა იყო დაინტერესებული ამის შესახებაც არაფერი ვიცოდი, ვინაიდან ამის თაობაზე ორგანიზაციაში არც ოფიციალური და არც არაოფიციალური ცნობა არ არსებობდა.
მე როგორც ხანდაზმულს, 70 წელს მიღწეულს, არ გამახსენდა ათი წლის წინ მომხდარი შეფასების აქტი, რომ შედგენილი იყო ტერიტორიული კოეფიციენტის გათვალისწინებით რეალურ ფასად დასადგენად. ასევე სხვა დეტალები რომლებიც შემდგომში აღვიდგინე ნაწილობრივ?
იმედია, გამომძიებელი საჯაია 70 წლის ქალბატოს დაჭერით აღარ დაემუქრება და სასამართლოსთვის მისაცემ ჩვენებასაც თავად არ დაუწერს...
პ.ს.
ბატონო როლანდ, მეტი რა ვქნათ, რა მტკიცებულებები წარმოგიდგინოთ იმის დამადასტურებლად, რომ თქვენს პროკურატურაში ადამიანებს ცრუ ჩვენებებს სძალავენ, ემუქრებიან და აშანტაჟებენ?! და თუ ეს ყველაფერი მაინც არ არის თქვენთვის საკმარისი, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას. იქნებ რაიმე ზომები მიიღოთ...

პარლამენტი ბჭობდა, ზუგდიდის სასამართლო და პროკურატურა იცინოდა?!




28.02.2008
რატომ დარჩა ნინო ბურჯანაძისა და მიხეილ მაჭავარიანის სიტყვა ,,ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა"...
თამარ ლეფსვერიძე

,,თავისუფალი გაზეთი" უკვე მეორე თვეა ცდილობს იმის გარკვევას, თუ რატომ ვერ ჩააღწია პარლამენტის დადგენილებამ ,,კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ" ზუგდიდის პროკურატურასა და სასამართლოში. არადა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ დიდი ზარ-ზეიმით გამოცხადებული ეს დადგენილება იმიტომ არ მიუღიათ, რომ რიგ უწყებებს, თავიანთი შეხედულებებისა და კეთილი ნების მიხედვით ეხელმძღვანელათ.


სხვათაშორის, დადგენილება ნორმატიული აქტია და სხვა თუ არაფერი, სათვალავში მაინც უნდა ,,ჩააგდონ". ზემოთაღნიშნულ უწყებებს დადგენილებისთვის თვალი მაინც რომ გადაევლოთ, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში, ასეთ რამეს ამოიკითხავდნენ:
3. საგამოძიებო ორგანოებმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, კანონის შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთრების (საკუთრების შეძენის საფუძვლის) განკარგვის მართლზომიერების დასადგენად სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით ,,ქონების ლეგალიზების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
4. შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და საგამოძიებო ორგანოებმა, 2007 წლის 22 დეკემბრამდე წარმოუდგინონ საქართველოს პარლამენტს ინფორმაცია ამ დადგენილების პირველი-მე-3 პუნქტების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
,,თავისუფალი გაზეთის+" 2008 წლის #2 გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით: ,,როგორ სძალავენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში ცრუ ჩვენებებს და აკონტროლებს თუ არა სიტუაციას როლანდ ახალაია?!". ჟურნალისტური გამოძიების დეტალებზე აღარ დავკონკრეტდებით. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 60 წლის ავადმყოფ ქალბატონს, გულნარა ჯინჯოლავას, რომელსაც ბრალად ედება: თაღლითობა, ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის გასაღება დიდი ოდენობით, რამაც სახელმწიფოს მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიაყენა.
ზემოაღნიშნულ სტატიაში, დოკუმენტური მასალის დართვით ვრცლად ვისაუბრეთ ყველა იმ ტყუილსა და ცილისწამებაზე, რასაც ამ საქმეში ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით.
საერთოდაც, ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს არის საქმე, რომელსაც პირდაპირ ეხება ის დადგენილება, რაზეც შესავალში ვისაუბრეთ და რომელიც სოფლის ბირჟაზე ნამდვილად არ მიუღიათ. როლანდ ახალაიას სტრუქტურისა და ზუგდიდის სასამართლოს ზოგიერთ მოსამართლეს, თვალსაჩინოებისა და გააზრებისთვის გვინდა შევთავაზოთ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წერილი:

საქართველოს გენერალურ პროკურორს ქალბატონ ეკატერინე ტყეშელაშვილს
ქალბატონო ეკატერინე
გიგზავნით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შემოსულ მოქ. გულნარა ჯინჯოლავას განცხადებას(# 7950-07), რომელშიც განმცხადებელი ითხოვს საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 22 ნოემბერს მიღებული ,,კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ" დადგენილების მე-3 პუნქტის აღსრულების უზრუნველყოფის საკითხში დახმარებას.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში განმცხადებლის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" პუნქტებით და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" პუნქტით, დანაშაული მიმართული სახელმწიფო ქონების წინააღმდეგ, მისი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ასევე წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახელმწიფო ქონების გასაღება.
საქართველოს პარლამენტმა, კონსტიტუციით დადგენილი საკუთარი განსაკუთრებული უფლების რეალიზაციის საფუძველზე, კერძოდ ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, საგამოძიებო ორგანოებმა მიიღონ გადაწყვეტილება საკუთრების (საკუთრების შეძენის საფუძვლის) განკარგვის მართლზომიერების დასადგენად სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის იმ ქონებაზე, რომეზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით ,,ქონების ლეგალიზების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
წარმოდგენილი განცხადებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო მოქალაქეს ედავება სახელმწიფო ქონების თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ასევე წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახელმწიფო ქონების გასაღების საკითხში. შესაბამისად, საკუთრების შეძენის საფუძვლისა და განკარგვის მართლზომიერების კუთხით.
განმცხადებლის მითითებით, სამართალდამცავ ორგანოებს დადგენილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საკუთრების (საკუთრების შეძენის საფუძვლის) განკარგვის მართლზომიერების დასადგენად სისხლის სამართლის ამ კონკრეტულ # 830784 საქმეზე გამოძიების შეწყვეტის თაობაზე ჯერ კიდევ არ მიუღიათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ შეისწავლოთ აღნიშნული განცხადება და თქვენს დაქვემდებარებაში მოქმედ შესაბამის სამსახურს დაავალოთ კანონმდებლობით დადგენილი სათანადო ღონისძიებების გატარება ქვეყნის საშინაო პოლიტიკის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი დადგენილების უზრუნველსაყოფად.
პატივისცემით
კომიტეტის თავმჯდომარე
ლევან ბეჟაშვილი
**
როგორც ბატონი ლევანი უწოდებს, ,,ქვეყნის საშინაო პოლიტიკის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი დადგენილების უზრუნველყოფა", ისევე ევალება სასამართლოს, როგორც პროკურატურას.
22 ნოემბერს მიღებული ამ დადგენილების შესახებ, ზუგდიდის რაიონული სასამართლო, ალბათ 3 დეკემბერს მაინც უნდა ყოფილიყო საქმის კურსში.
სასამართლოში კი მოვლენები ასე ვითარდებოდა:
2007 წლის 12 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით კეკენაძემ, 5 წუთში ისე შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება გულნარა ჯინჯოლავას, რომ მისთვის დაცვის საშუალება არც კი მიუცია.
2007 წლის 30 ნოემბერს, ჯინჯოლავას დამცველებმა შუამდგომლობით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და გირაოს შეფარდების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გულნარა ჯინჯოლავა დაავადებული იყო მძიმე ავადმყოფობებით და გირაოს თანხა 10 ათას ლარს შეადგენდა, 1 დეკემბრის დადგენილებით, მოსამართლე ჯეირან მორგოშიამ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.
ორი დღის შემდეგ, 3 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე, გამომძიებელმა რომეო საჯაიამ ზუგდიდის მე-4 საპყრობილეში მიაკითხა ბრალდებულს და უთხრა, - მომეცი აღიარებითი ჩვენება და გაგათავისუფლებო. გამომძიებელმა ჯინჯოლავასგან უარი მიიღო.
რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, საჯაიამ მოულოდნელად ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების შესაცვლელად სასამართლოში წაიყვანა.
როგორც ,,თავისუფალი გაზეთისთვის" გახდა ცნობილი, მოსამართლე კეკენაძე გამომძიებელს გაუწყრა, გუშინ მოსამართლე ჯეირან მორგოშიამ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, კოლეგასთან ცუდად გამომივა, თან აღიარებითი ჩვენება არ არის, გირაოს ვერ შევუფარდებო. კეკენაძემ, გამომძიებელს აღიარებითი ჩვენების მისაღებად, 30 წუთი მისცა და ოთახიდან გავიდა. ბრალდებულს გამომძიებელმა ,,განუმარტა": თუ ის ეტყოდა სასამართლოს, რომ ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს, სახლში გაუშვებდნენ. სასამართლოში, დაცვის გარეშე დარჩენილმა 60 წლის ავადმყოფმა ქალბატონმა, რომელმაც თითქმის ორი თვე გაუსაძლის პირობებში გაატარა, მართლაც უთხრა სასამართლოს, რომ ინანიებდა დანაშაულს და გირაოს თანხას გადაიხდიდა. 2007 წლის 3 დეკემბერს, კეკენაძემ ჯინჯოლავას აღკვეთის ღონისძიება - გირაოს 2000 ლარის გადახდით შეუცვალა.
ჩნდება საფუძლიანი ეჭვი, რომ გამომძიებელ რომეო საჯაიას ასეთი ,,ოპერატიული" ქმედება, სწორედ პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით და იმ სუსტი ბრალდებით იყო გამოწვეული, რომელსაც სამართლებრივი თვალსაზრისით, ზემდგომ ინსტანციებში, მათთვის სერიოზული პრობლემები შეიძლებოდა შეექმნა.
აქვე ჩნდება კითხვა: თუკი სასამართლომ 1 დეკემბერს უარი თქვა 10 000 ლარიან გირაოზე, 3 დეკემბერს რატომ დათანხმდა 2000 ლარზე? თანაც იმ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოსთვის მიყენებულ მილიონ ლარ ზარალზეა საუბარი?!
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩხეიძე ,,თავისუფალ გაზეთთან" კომენტარში აცხადებს, რომ მსგავსი პრეცედენტი მის პრაქტიკაში არ ყოფილა. ანალოგიური შემთხვევა არ ახსოვს და არც არასოდეს გაუგია ადვოკატ ეკა ბესელიასაც.
აღნიშნულ საკითხზე, კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა ვასაძე დაუკავშირდა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს პოზიციაზე დაყრდნობით, მან განგვიმარტა, რომ: ,,მოცემულ შემთხვევაში, ზუგდიდის სასამართლომ იხელმძღვანელა ახლადაღმოჩენილი გარემოებით - გულნარა ჯინჯოლავას აღიარებითი ჩვენებით. სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, საქმის მასალები და თვლის რომ ბრალდებულ გ. ჯინჯოლავას შუამდგომლობა დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდებული გ. ჯინჯოლავა აღიარებს მის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაეხმაროს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, წარმოდგენილი მასალების თანახმად, გ. ჯინჯოლავა მძიმე ავადმყოფია, ყოველივე ზემოთ აღნიშნული შეიძლება ჩაითვალოს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებად, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე.
მოცემული გარემოებები, აღმკვეთი ღონისძიების შერჩევისას, ცნობილი და გამოკვლეული არ ყოფილა. ამდენად, ბრალდებულ ჯინჯოლავას შუამდგომლობა ცნობილი იქნეს დაშვებულად."
ჯინჯოლავა რომ მძიმე ავადმყოფი გახლდათ, ეს პირველსავე აღკვეთის ღონისძიებაზე იცოდა მოსამართლე კეკენაძემ. იცოდა ისიც, რომ ჯინჯოლავა, ბრალის წაყენებამდეც, მთელი ერთი წლის მანძილზე, სისტემატიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან. გამოდის, სასამართლოსთვის აღიარებითი ჩვენება გაცილებით მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. ალბათ, ესეც მათი ,,კეთილი ნების" გამოხატულებაა.
ამის შემდეგ, საქმეში ჩნდება კიდევ ერთი საინტერესო დეტალი.
8 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს, ნატო აკობიას შუამდგომლობით მიმართეს გულნარა ჯინჯოლავას ადვოკატებმა: გიორგი ჭიქაბერიძემ და რევაზ თოფურიამ. ,,შუამდგომლობის ავტორები, საქართველს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის, მე-7 მუხლის, 42-ე მუხლის I ნაწილი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 პუნქტის, მე-5 მუხლის I პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის, ევროპული სასამართლოს პროცედურული სამართლის, საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, 140-ე და 155-ე მუხლების, ,,კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილება მე-3 და მე-5 მუხლების თანახმად, ითხოვენ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულის მიმართ შეფარდებული გირაოს (2000 ლარის ოდენობით) გაუქმებას და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმას. მიაჩნიათ, რომ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 22 ნოემბრის დადგენილება არის ახალი გარემოება, რომელიც არ ყოფილა განხილული 2007 წლის 3 დეკემბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ბრალდებულ გულნარა ჯინჯოლავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შერჩევისას და იგი გავლენას ახდენს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე.?
აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა შემდეგი მოტივით:
,,სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობის ავტორების მიერ დასახელებული საქართველოს პარლამენტის დადგენილება, მოცემულ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ახალი გარემოების გამოვლენად, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა მისი გამოცემა და ამოქმედება დროში წინ უსწრებს 2007 წლის 3 დეკემბერს ბრალდებულის მიმართ იმ აღკვეთის ღონისძიების (გირაოს) შერჩევას, რომლის გაუქმებასაც ითხოვენ ბრალდებულის ადვოკატები. რის გამოც გამორიცხული იყო შუამდგომლობაში მითითებულ საკითხზე მსჯელობა სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის მქონე რაიმე ახალი მტკიცებულება, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე".
ძალიან საინტერესოა, რას გულისხმობდა მოსამართლე, როდესაც შავით თეთრზე წერდა: ,,საქართველოს პარლამენტის დადგენილება მოცემულ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ახალი გარემოების გამოვლენად, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა მისი გამოცემა და ამოქმედება დროში წინ უსწრებს 2007 წლის 3 დეკემბერს ბრალდებულის მიმართ იმ აღკვეთის ღონისძიების (გირაოს) შერჩევას, რომლის გაუქმებასაც ითხოვენ ბრალდებულის ადვოკატები? (?!)
ეს დადგენილება გულნარა ჯინჯოლავას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე რომ გამოქვეყნებულიყო, მაშინ ხომ საქმე საერთოდ აღარ აღიძვრებოდა?! კი ბატონო, ,,დროში წინ უსწრებს", კალენდრის მიხედვით, ჯერ 22 ნოემბერია და შემდეგ 3 და 8 დეკემბერი. სწორედ ამ ,,საპატიო" მიზეზის გამო უნდა ყოფილიყო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება გასათვალისწინებელი და მხედველობაში მისაღები. სხვათაშორის, პარლამენტში ისიც განგვიმარტეს, რომ მათ მიერ მიღებულ დადგენილებას, კანონის ძალა აქვს. როგორც ჩანს, ,,ვისთვის - როგორ!"
ამ საკითხთან დაკავშირებითაც ვთხოვეთ კომენტარი უზენასი სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნანა ვასაძეს, რომელმაც კვლავ ზუგდიდის სასამართლოს პოზიციაზე დაყრდნობით გაგვიმარტა, ,,მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მოტივით მიიღო, რომ შუამდგომლობაში დაყენებული საკითხი საქმის არსებითი განხილვის საგანი გახლდათ და არა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი".
ოღონდ დადგენილებაში, სადაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ ადვოკატების შუამდგომლობა, ზემოთნახსენები მოტივი, ნახსენებიც არ არის.
პ.ს. ამ საქმის ირგვლივ გამოქვეყნებული პირველი სტატიის შემდეგ, რედაქციას არაერთი ადამიანი დაუკავშირდა, რომლებიც ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ მათი უმრავლესობა, სწორედ სამეგრელოს რეგიონიდან გახლავთ. ,,თავისუფალი გაზეთის" შემდეგ ნომრებში, ამ თემებს კვლავ დეტალურად გავაშუქებთ.
მანამდე კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ ეს დადგენილება ,,საქართველოს პარლამენტმა, კონსტიტუციით დადგენილი საკუთარი განსაკუთრებული უფლების რეალიზაციის საფუძველზე, კერძოდ ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით მიიღო" და დროა, საკუთარი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს და ასევე საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას, ცოტა მეტი პატივი ვცეთ.

среда, 27 мая 2009 г.

როგორ სძალავენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში ცრუ ჩვენებებს და აკონტროლებს თუ არა სიტუაციას როლანდ ახალაია?!


07.02.2008
არაფრით დაუშვებ ჩემი ცრუ ჩვენებით, სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდებს ცხოვრება გაუმრუდონ
ირმა მესხია

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს ბატონ როლანდ ახალაიას
მოქალაქე გულნარა ჯინჯოლავას
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ბატონო როლანდ: უმორჩილესად გთხოვთ გამონახოთ დრო და პირადად გაეცნოთ ჩემს მიერ მოყვანილ არგუმენტებს და აქედან გამომდინარე მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ბრძენის ნათქვამია - "ჯობია დარჩეს ასი დამნაშავე დაუსჯელი, ვიდრე დაისაჯოს ერთი უდანაშაულო".
ზედმეტად არ შეგაწყენთ თავს იმის ახსნით, თუ რა ტრაგედია დამიტრიალდა თქვენი თანამშრომლების წყალობით, როგორ გავატარე 52 დღე ჯოჯოხეთში, როგორ შემერყა ისედაც შერყეული ჯანმრთელობა და როგორ მივედი სიკვდილის ზღვრამდე.
მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი ქვეშევრდომები და ყველაზე მეტად გამომძიებელი რომეო საჯაია მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემზე და ჩემს საქმიანობაზე გაწვდიდათ აშკარად გამუქებულ და გაყალბებულ ინფორმაციებს. სწორედ ასე მოახერხა შეექმნა თქვენთვის ჩემი "თაღლითობის" შთაბეჭდილება.
სწორედ საჯაიამ მოახერხა ზეწოლითა და დაპატიმრების მუქარით გამოეძალა ყოფილი ბუღალტრის - ლუიზა წყაროზიასთვის ცრუ ჩვენება, რომლის საფუძველზეც შეითითხნა ჩემთვის წაყენებული ბრალდება და ჩამსვა საპყრობილეში.
რა ხდება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში?! ფლობს თუ არა პროკურორი როლანდ ახალაია ობიექტურ ინფორმაციებს, რა სახის ზეწოლებს ახდენს გამომძიებელი ვინმე რომეო საჯაია მოქალაქეებზე და რამდენი ადამიანი ზის ზუგდიდის საპყრობილეში ცრუ ჩვენების საფუძველზე?! ამ თემით "თავისუფალი გაზეთი" დაინტერესდა და ჟურნალისტური გამოძიება აწარმოა ერთი კონკრეტული ფაქტის მაგალითზე.
შემთხვევა რომელზედაც ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ იმითაცაა საყურადღებო, რომ სამეგრელოს პროკურატურაში, როგორც ჩანს კანონს "ქონების ლეგალიზაციის შესახებ" და "კერძო საკუთრების უზრუნველყოფის დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიების შესახებ" ჯერაც არ ჩაუღწევია. ეს ამბავი ალბათ ყველაზე მეტად ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ატკენდა გულს, რადგან სწორედ მან ამცნო ქართულ საზოგადოებას(თანაც დიდი ზარ-ზეიმით) სახელმწიფოს მიერ მიღებული ამ ჰუმანური გადაწყვეტილების შესახებ.
ზუგდიდში, შუაგულ ცენტრში, გუბერნიის მოპირდაპირე მხარეს დგას საკმაოდ დიდი შენობა - "ენგური". როგორც ჩანს ერთ მშვენიერ დღეს ამ შენობას ვიღაცამ თვალი დაადგა და მისი მისაკუთრება გადაწყვიტა. ეს ვიღაცა რომ რიგითი ზუგდიდელი და "სახალხო ბანკის" რიგში მდგომი უბრალო პენსიონერი არ გახლავთ, ცხადზე ცხადია. ეტყობა რომელიღაც ჩინოვნიკს მადა ჭამაში მოუვიდა და იფიქრა ეს შენობა, ამისთანა ადგილას, "ყელზე ნამდვილად არ დამადგებაო". მაგრამ, მისდა მოულოდნელად აღმოჩნდა რომ "ენგურს" უკვე კანონიერი მეპატრონე ჰყავდა, ვინმე ხათუნა კაკაჩია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ობიექტი "ზუგდიდვაჭრობას" ეკუთვნოდა. პირველ ჯერზე მოლაპარაკებები მეპატრონეებთან აწარმოეს, რომლებსაც შენობის დაბრუნებას თხოვდნენ. როგორც ხათუნა კაკაჩიას მეუღლე, ბიზნესმენი დავით როგავა, ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნავს: "ეს პრობლემები რომ დაგვეწყო, პროკურორმა საჯაიამ მითხრა, ამ შენობას რომ ყიდულობდით, თავიდანვე პროკურატურაში რატომ არ მოხვედითო. ჩვენ თვითონ გაყიდვინებდით შენობებს. არ იცოდით, ზუგდიდში ყველაფერი პროკურატურის გავლით რომ იყიდებაო".
გაგიკვირდებათ და მეპატრონეები დათმობაზე არ წავიდნენ. რაიმე სახის დარღვევები ვერც "ზუგდიდვაჭრობის" რომელიმე საბუთში აღმოაჩინეს, არადა შენობას შტურმით ხომ ვერ აიღებდნენ?!
სწორედ ამ დროს სამეგრელოს საოლქო პროკურატურას მხსნელად მოევლინა "ზუგდიდვაჭრობის" ყოფილი ბუღალტერი, ლუიზა წყაროზია, რომელიც თავის ჩვენებაში წერს, რომ "ზუგდიდვაჭრობის" დირექტორი იმედი ალშიბაია და გულნარა ჯინჯოლავა აიძულებდნენ დოკუმენტაციის გაყალბებას. აღნიშნავს რომ, მას პრივატიზაციის გეგმის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად ხელი არ მოუწერია.
სწორედ ლუიზა წყაროზიას ჩვენება გახდა გულნარა ჯინჯოლავასადმი ბრალის წაყენებისა და მყისიერი დაპატიმრების მიზეზი. ყოფილი ბუღალტრის ჩვენების სხვა დეტალებზე ყურადღებას აღარ შევაჩერებთ და გამომძიებელ ვინმე საჯაიასა და მკითხველს აქვე წარვუდგენთ იმ საბუთს, რომელზედაც ნამდვილად არის ქალბატონი წყაროზიას ხელმოწერა. ეს სწორედ პრივატიზაციის ის გეგმაა, რომელზედაც ეს უკანასკნელი თავის ჩვენებაში დაჟინებით ამტკიცებს, რომ ხელი არ მოუწერია.
"თავისუფალი გაზეთისთვის" ამ საბუთის მოპოვება დიდი სირთულე არ ყოფილა. დაინტერესების შემთხვევაში ქსეროასლი რომეო საჯაიასაც შეგვიძლია მივაწოდოთ. გარდა ამისა ლუიზა წყაროზია თავის ჩვენებაში საუბრობს კრების ოქმზე, სადაც თითქოს მისი ხელმოწერა გაყალბებულია. რეალურად კი, ამ ოქმზე საერთოდ არ არის მისი ხელმოწერა და თეთრით შავზე აშკარად იკითხება "ფარცვანია".
საქმეში დევს ჯინჯოლავას ადვოკატის რამდენიმე შუამდგომლობა, ხელნაწერის გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რომელიც გამოძიებამ არ დააკმაყოფილა.
საინტერესოა რომელი დოკუმეტი აქვს გამოძიებას და სად არ აწერს ხელს ლუიზა წყაროზია?!
"იმავე წყაროზიამ ჩემი დაპატიმრების შემდეგ აღიარა, რომ გამოძიების მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ზეწოლას და დაპატიმრების მუქარით გამომძიებელმა აიძულა მიეცა ცრუ ჩვენება. ამის უამრავი მოწმე არსებობს, როგორც ჩემი ახლობლების, ასევე თანამშრომლების სახით(არსებობს სხვა მასალაც)."-აღნიშნავს როლანდ ახალაისადმი მიწერილ განცხადებაში გულნარა ჯინჯოლავა."
საბრალდებო დასკვნის მთავარ მომქმედ გმირთან დაკავშირება "თავისუფალმა გაზეთმა" სცადა და წყაროზიას ტელეფონით დაუკავშირდა. თავის წარდგენისა და პირველი კითხვის დასმის შემდეგ, ასეთი პასუხი მივიღეთ: "კარგით ერთი რას მეზღაპრებითო". თავისი ჩვენება ქალბატონ ლუიზას ზღაპრად თუ ეჩვენება, გვინდა შევახსენოთ, რომ მისი განცხადების საფუძველზე 60 წლის ქალბატონი დააპატიმრეს.
გულნარა ჯინჯოლავას დაპატიმრების შემდეგ, მეტად საინტერესოდ განვითარდა მოვლენები სასამართლოში.
2007 წლის 12 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამრთლემ დავით კეკენაძემ 5 წუთში, ისე შეუფარდა აღკვეთი ღონისძიება გულნარა ჯინჯოლავას, რომ მისთვის დაცვის საშუალება არც კი მიუცია.
2007 წლის 30 ნოემბერს, ჯინჯოლავას დამცველებმა შუამდგომლობით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის და გირაოს შეფარდების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი გულნარა დაავადებული იყო მძიმე ავადმყოფობით და გირაოს თანხა 10 ათას ლარს შეადგენდა, 1 დეკემბრის დადგენილებით, მოსამართლე ჯეირან მორგოშიამ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.
ორი დღის შემდეგ, 3 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე, გამომძიებელმა რომეო საჯაიმ ზუგდიდის მე-4 საპყრობილეში, მიაკითხა ბრალდებულს და უთხრა, მომეცი აღიარებითი ჩვენება და გაგათავისუფლებო. გამომძიებელმა ჯინჯოლავასგან უარი მიიღო.
რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, საჯაიამ მოულოდნელად ბრალდებული, აღკვეთი ღონისძიების შესაცვლელად სასამართლოში წაიყვანა.
როგორც "თავისუფალი გაზეთისთვის" გახდა ცნობილი, მოსამართლე კეკენაძე გამომძიებელს გაუწყრა, გუშინ მოსამართლე ჯეირან მორგოშიამ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, კოლეგასთან ცუდად გამომივა, თან აღიარებითი ჩვენება არ არის, გირაოს ვერ შევუფარდებო. კეკენაძემ გამომძიებელს აღიარებითი ჩვენების მისაღებად დრო 30 წუთი მისცა და ოთახიდან გავიდა. ბრალდებულს გამომძიებელმა "განუმარტა" რომ თუ ის ეტყოდა სასამართლოს რომ ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს სახლში გაუშვებდნენ. სასამართლოში დაცვის გარეშე დარჩენილმა 60 წლის, ავადმყოფმა ქალბატონმა, რომელმაც თითქმის ორი თვე გაუსაძლის პირობებში გაათარა, მართლაც უთხრაა სასამართლოს, რომ იგი ინანიებდა დანაშაულს და გირაოს თანხას გადაიხდიდა. 2007 წლის 3 დეკემბერს კეკენაძემ, ჯინჯოლავას აღკვეთის ღონისძიება-გირაოს 2000 ლარის გადახდით შეუცვალა.
საინტერესოა, რატომ უთხრა გამოძიებამ უარი ჯინჯოლავას 1 დეკემბერს 10 ათასი ლარის გირაოზე და რატომ დათანხმდა 3 დეკემბერს 2 ათას ლარ გირაოს, მითუმეტეს მაშინ, რომ გამოძიება საბრალდებო დასკვნის მიხედვით ბრალდებულს სახელმწიფოსთვის მილიონ ლარზე მეტი ზარალის მიყენებას ედავება?
გიორგი ჭიქაბერიძე (გულნარა ჯინჯოლავას ადვოკატი): "თუნდაც დამნაშავე იყოს ბრალდებული გულნარა ჯინჯოლავა, მის მიერ კი ე.წ. "დანაშაულის" ჩადენიდან გასულია 10 წელი, კერძოდ: ე.წ. გაყალბებული 1996 წლის 13 ნოემბრის ოქმის შედგენიდან, იმედი ალშიბაიას მიერ ქონების მართვის სამმართველოსადმი მიმართვიდან (1997 წლის 22 აპრილი), პრივატიზაციის გეგმის წარდგენიდან (1997 წლის 28 დეკემბერი), სააქციო საზოგადოება "ზუგდიდვაჭრობის" აქციონერთა კრების ჩატარებიდან და კრების ოქმის შედგენიდან (1997 წლის 29 დეკემბრიდან), ნოტარიუსის მიერ აქციონერთა კრების ოქმზე ხელმოწერის დღიდან (ე.წ. 1998 წლის 9 თებერვლიდან), იმედი ალშიბაიას ს/ს "ზუგდიდვაჭრობის" გენერალურ დირექტორად, ხოლო გულნარა ჯინჯოლავას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევიდან (1997 წლის 29 დეკემბერი) გასულია ათი წელი.
აქედან გამომდინარე, სულ მცირე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო".
საქმეში არსებული მასალებიდან გაირკვა რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის - რომეო საჯაის წერილის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზა. სადაც წერია: ?საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტური მთავარი სამმართველოს 2007 წლის 1 ოქტომბრის #15 ექსპერტიზის დასკვნით 1993, 1995 და 1997 წლებში სახაზინო საწარმო "ზუგდიდვაჭრობაში" განხორციელებული ძირითადი ფონდების გადაფასება მოხდენილია სწორად?.
როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ გამომძიებელ საჯაიას, საბრალდებო დასკვნაში გამორჩა ეს დეტალი და არ წერია, რომ 1993, 1995 და 1997 წლებში სახაზინო საწარმო "ზუგდიდვაჭრობაში" განხორციელებული ძირითადი ფონდების გადაფასება მოხდა სწორად.
საინტერესოა რატომ? გამოძიება ხომ სწორედ ამას ედავება ჯინჯოლავას?
უფრო მეტიც, რომეო საჯაია ცრუ ჩვენების მიღებას გულნარა ჯინჯოლავასგანაც ცდილობდა. ეს ფაქტი როლანდ ახალაის სახელზე მიწერილი განცხადებიდან ირკვევა, სადაც ქალბატონი აღნიშნავს; ?რომეო საჯაიასთან ჩემი ბოლო შეხვდრისას მან მოითხოვა აღიარებითი ჩვენება .ე.ი. უნდა ვაღიარო, რომ ვარ თაღლითი, სახელმწიფოს მივაყენე მილიონ ლარზე მეტი თანხის ზიანი და ვიმსახურებ სასჯელს. მას იქვე განვუმარტე, მაგრამ ვერ გაიგო და ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებს, თუ რატომ არ შემიძლია 60 წლის ოჯახის ქალს, შვილებისა და შვილიშვილის პატრონს, 40 წელზე მეტი მუშაობის სტაჟის მქონეს, ვაღიარო "დანაშაული", რომელიც არ ჩამიდენია, ამ ქვეყნად ვიცხოვრო თაღლითის სტატუსით და რომ არაფრით დავუშვებ ჩემი მიზეზით სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდებმა, რომლებმაც ყველა არსებული კანონის დაცვით შეისყიდეს ჩვენი აქციები (თამაზ ქანთარია და თორნიკე ცხადაია) ჩემი ცრუ ჩვენებით გაიმრუდონ ცხოვრება?.
?თავისუფალი გაზეთი? გულნარა ჯიჯოლავას შეხვდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა ყველა იმ პუნქტზე, რაც ბრალდებაშია წარმოდგენილი.
- ქალბატონო გულნარა, პირველი რაც ბრალდებაში წერია, გახლავთ ის რომ "ზუგდიდვაჭრობაში" ქონების აფასება მოხდა არასწორად. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?
-
ამ საქმესთან შეხება არ მქონია. რადგან გამოძიება ამ საკითხს მედავება, გავარკვიე, რომ 1997 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ბალანსზე რიცხული ქონების აფასება, მომხდარია არსებული ინსტრუქციის შესაბამისად, გატარებულია ბუღალტრულ აღრიცხვაში 1998 წლის 1 იანვრიდან და ბუღალტრულ ანგარიშგებაში მომხვდა, 1998 წლის I-კვარტალის მონაცემებში. ამავე პერიოდშია წარდგენილი აფასების მასალები, ზემდგომ ინსტანციებში. კერძოდ, სტატისტიკის სამმართველოში, საგადასახადო ინსპექციასა და ქონების მართვის სამინისტროში.
- გამოძიება ასევე გედავებათ, ზუგდიდის სახელმწიფო ქონების სამმართველოში ყალბი დოკუმენტების წარდგენას...
-
დოკუმენტები, რომლებსაც გამომძიებელი ყალბს უწოდებს, არ არის შედგენილი გულნარა ჯინჯოლავას მიერ. სახაზინო საწარმო ?ზუგდიდვაჭრობაში? იმ პერიოდში მე არ მქონდა თანამდებობრივი უფლებამოსილება მეწარმოებინა საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტები, რადგან მე ვიყავი კადრების განყოფილების გამგე და ადგილზე შექმნილი საპრივატიზაციო კომისიის ერთ-ერთი რიგითი წევრი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დოკუმენტაცია გაყალბებულია. რადგან საპრივატიზავიო გეგმის და მისი დანართების შედგენის პროცესში, მონაწილეობას ღებულობდა ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენელი, ყველა მონაცემი შეტანილია 1997 წლის 1 ნოემბრის ბალანსიდან გამომდინარე. ამ დოკუმენტებს ხელს აწერს, ორგანიზაციის დირექტორი (კომისიის თავმჯდომარე) - იმედი ალშიბაია, მთავარი ბუღალტერი - ლუიზა წყაროზია და საპრივატიზაციო კომისიის დანარჩენი წევრები, მათ შორიც მეც.
- გამოძიება აგრეთვე გედავებათ საპრივატიზაციო გეგმაში ლუიზა წყაროზიას ხელის მოწერის გაყალბებას. ვინ გააყალბა წყაროზიას ხელმოწერა?
-
ხელმოწერა გაყალბებული არ არის და არც შეიძლება იყოს. პრივატიზაციის გეგმის და მისი დანართების, რამდენიმე ეგზემლიარი არსებობს. ჩვენ ხელთ გვაქს პრივატიზაციის გეგმა თავისი დანართებით, რომელსაც ხელს აწერს ლუიზა წყაროზია.
- გამოძიება გედავებათ, ნულოვანი აუქციონის გზით მინიმალური ხარჯებით მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდებდას...
-
1997 წელს სახაზინო საწარმოო გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, ქონების 95% განმკარგავი დარჩა სახელმწიფო. ხოლო 5% უსასყიდლოდ აჩუქა 148 ყოფილ თანამშრომელს. ორი წლის განმავლობაში, სანამ სახელმწიფო განკარგავდა თავის აქციებს, ზუგდიდში არსებული რთული პოლიტიკური და სოციალური პირობების გამო, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქონების მართვა, სხვადასხვა დროს, 4-ჯერ გაიტანა კუთვნილი აქციები აუქციონზე, მაგრამ ვერ შეძლო მისი გაყიდვა, ვინაიდან ?ზუგდიდვაჭრობას? ჩამოყალიბების დღიდან ერიცხებოდა დიდი ოდენობით სხვადასხვა დავალიანებები. მათ შორის ბიუჯეტის და ხელფასის დავალიანება.
ჩემთვის შეუძლებელი იყო იმის წინასწარმეტყველება, რომ 1999 წელს სახელმწიფო ნულოვან აუქციონზე გაყიდდა თავის კუთვნილ აქციებს. როგორ წარმოუდგენია საჯაიას, გულნარა ჯინჯოლავას შეეძლო ქვეყნის მასშტაბით აეკრძალა რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის ნულოვან აუქციონზე მიეღო მონაწილეობა?!
ნულოვან აუქციონზე, სრულიად უცნობმა 10-მდე კომპანიამ და უცნობმა პირმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მათ იმდენად მცირე თანხა ჰქონდათ შეტანილი, რომ აქციები რაოდენობაც მცირე ერგოთ.
საქმეში არსებული დოკუმენტებით ?თავისუფალმა გაზეთმა? გაარკვია, რომ გულნარა ჯინჯოლავას ნულოვან აუქციონში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. მონაწილეობა მიიღო მოქალაქე იმედ ალშიბაიამ, რომელიც ბოლო პერიოდში მუშაობდა ?ზუგდიდვაჭრობაში?, დირექტორად.
- საიდან გერგოთ ?ზუგდიდვაჭრობის? აქციები?
-
იმედ ალშიბაიმ სახელმწიფოსგან შეიძინა გაუფასურებული აქციები და აქედან გამომდინარე რამდენიმე თანამშრომელს და მათ შორის მეც, გადაგვინაწილა თავისი კუთვნილი აქციები. სწორედ ეს აქციები მივყიდე ინვესტორს, რასაც მედავება გამოძიება.
- რატომ გაყიდეთ აქციები?
-
რადგან ორგანიზაციას დაუგროვდა ბიუჯეტის ვადაგადაცილებული დავალიანება(100 ათას ლარზე მეტი) და საგასახადო სამსახური მოითხოვდა ვალის სასწრაფო გადახდას. ჩემი აქციების გაყიდული თანხის მეტი წილი გადავრიცხე ბიუჯეტის ვალის დასაფარად.
-ისევ ციტატას მოვიყვან საბრალდებო დასკვნიდან: ?2006 წლის დეკემბერის თვეში გ. ჯინჯოლავასათვის გახდა ცნობილი, რომ პროკურატურაში მიმდინარეობდა გამოძიება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით და ხდებოდა ობიექტების ჩამორთმევა?. საიდან გახდა ცნობილი თქვეთვის ეს ინფორმაცია?
-
არანაირი ინფორმაციას იმის შესაბ, რომ პროკურატურა აწარმოებდა მესაკუთრეებისთვის ქონების ჩამორთმევას არასოდეს ვფლობდი. მინდა აღვნიშნო, მე ქონება არ გამიყიდია. გავყიდე ჩემი კუთვნილი აქცია.
- რატომ დაიწყო "ზუგდიდვაჭრობამ" ინვესტორის ძებნა?
-
გვერიცხებოდა ბიუჯეტის ვადაგასული დავალიანება, რის გამო გვემუქრებოდა მთლიანი ქონების დაყადაღება.
- რამდენიმე კანდიდატიდან, რატომ აირჩიეთ შპს. ?დ ვორდი??
-
ვინაიდან წლის ბოლომდე აუცილებელი იყო დავალიანების დაფარვა. რამდენიმე კანდიდატიდან, შევარჩიეთ ?დ ვორდი?, რადგან მას ჰქონდა შესაძლებლობა საბანკო ანგარიშით წლის ბოლომდე გადმოერიცხა შესაბამისი თანხა.
- თქვენთან ერთად გამოძიება ?ზუგდიდვაჭრობის? ქონების თაღლითური გზით მითვისებას ედავება თორნიკე ცხადაიას და თამაზ ქანთარიას. როგორ დაუკავშირდით ამ ადამიანებს?
-
ჩემთვის ისინი აბსოლუტურად უცნობი პირები იყვნენ და მათთან შეხების წერტილი სხვა დროს არ მქონია. ეს ადამიანები ?ზუგდიდვაჭრობის? აქციების შეძენის შემდეგ, გახდნენ საკონტროლო პაკეტის მფლობელები. როცა სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო ჩვენი ერთად მუშაობა ვერ მოხერხდა, აქციონერთა საერთო კრების წინაშე ცხადაიამ და ქანთარიამ დააყენეს საკითხი ნატურით გამოყოფის შესახებ. რაც კანონის სრული დაცვით განხორციელდა.
- სანამ გამოძიება ბრალს წაგიყენებდათ, ჩვენებაში არ გითქვამთ როგორ მოხდა ?ზუგდიდვაჭრობის? აქციების გაყიდვა?
-
ყველა სათანადო დოკუმენტაცია წარვუდგინე გამომძიებელ რომეო საჯაიას, მაგრამ მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო, სახელმწიფოსთვის დამებრუნებინა კონკრეტულად ის შენობა, რომლის ნატურით გამოყოფა კანონის სრული დაცვით მოხდა მსხვილ აქციონერებზე. მე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შემეძლო, რადგან შენობა რომელსაც იგი ითხოვდა, ?ზუგდიდვაჭრობას? არ ეკუთვნოდა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში უკვე გატარებული იყო მსხვილი აქციონერების სახელზე. როგორც ჩემთვის ცნობილია, მან იგივე მოთხოვნა წაუყენა ერთ-ერთ მსხვილ აქციონერს, ქანთარიას. მაგრამ, მისგან კატეგორიული უარი მიიღო. საჯაიას კატეგორიული მოთხოვნები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.
12 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ დამიბარა პროკურატურაში, დამისვა ზოგადი კითხვები და ჩემთვის სრულიად მოულოდნელად წამიყენა ბრალი, მაგრამ რაში მედებოდა ბრალი ეს პროკურატურაში კი არა, სასამართლოში მოსამართლისგან გავიგე. გამომძიებელ რომეო საჯაიას, წაყენებული ბრალის გარშემო დღემდე არ დაუკითხივარ. იმის საშუალებაც კი არ მომცა, რომ მის მიერ წაყენებულ ბრალზე წარმედგინა ჩემი კონტრარგუმენტები. ერთადერთი რითიც შემოიფარგლა, იგი დაჟინებით ითხოვდა მეღიარებინა დანაშაული.
- კონკრეტულად როგორ გთავაზობდათ ამის შესრულებას?
-
ვინაიდან, საერთო კრების მოწვევამდე ვარ სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მირჩია დამეყოლიებინა საბჭოს თავმჯდომარე, დანარჩენი საბჭოს წევრები, მოგვეწვია საბჭოს სხდომა და გამოგვეტანა დადგენილება, სახელმწიფოს სასარგებლოდ, თითქოს უარს ვამბობდით ს/ს ?ზუგდიდვაჭრობის? ქონებაზე. ამ წინადადებაზე ჩემგან კატეგორიული უარი მიიღო.
- რა ეტაპზეა თქვენი საქმე?
-
მას შემდეგ, რაც მე, არ დავთანმხდი რომეო საჯაიას წინადადებას, სასწრაფო წესით დაასრულა გამოძიება და საქმე გადასცა სასამრთლოს. ვეჭვობ, სასამართლოში მოვახერხო სამართლის აღდგენა, ვინაიდან აუცილებლად ველოდები მოსამრთლეზე პროკურატურის ზეწოლას, მითუფრო, რომ საქმე დაეწერა იმავე მოსამართლეს, დავით კეკენაძეს, რომელმაც 12 ოქტომბერს თვალის დაუხამხამებლად, ისე გამისტუმრა საპყრობილეში, რომ მხოლოდ საბრალდებო დასკვნის წაკითხვით შემოიფარგლა.
გულნარა ჯინჯოლავა
P. S. იმედია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, დავით კეკენაძე, ამჯერად მაინც მისცემს გულნარა ჯინჯოლავას თავისი უდანაშაულობის დამტკიცების საშუალებას და 5 წუთში არ განიხილავს ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. იმის იმედსაც ვიტოვებთ, რომ სამეგრელოს საოლქო პროკურატურაში ერთი ადამიანი მაინც აღმოჩდება ისეთი, ვინც ქონების ლეგალიზაციის კანონს თვალს გადაავლებს...

ზუგდიდის ცენტრში, მიწაზე დაგდებული, ფეხქვეშ გათელილი და შეურაცხყოფილი ქართული დროშა და ჯვარი!!!


25.12.2008

,,ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს?! დრო-ჟამი ამას გვიქადის!!!... `` ილია ჭავჭავაძე


...ყურებში ბამბა დაცულებსა და თვალებზე ხელ-აფარებულებს, 9 ძმა ხერხეულიძეზეც არაფერი სმენიათ?!


თამარ ლეფსვერიძე


,,საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი.``
(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ. მუხლი მე-2; ნაწილი პირველი)
ეს ის დროშაა, რომელიც ქვემოთ, სურათზეა გამოსახული. დიახ, ზუგდიდის ცენტრში, მიწაზე დაგდებული, ფეხქვეშ გათელილი და შეურაცხყოფილი ქართული დროშა და ჯვარი!!! შადრევნის ფონად გამოყენებული და მიწაზე გართხმული ქართველთა უკვდავების სიმბოლო!!!

თუ არავის შერცხვა ამის გაკეთება, ცოდვა-მადლის მაინც არ შეეშინდათ?! როგორც ჩანს, არა და როგორც ჩანს, ილია ჭავჭავაძე, თავის ერთ-ერთ საშობაო წერილში ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ?``, სწორედ ამისთანა უგუნურ ადამიანებზე წერდა: ,,წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ...''
ვინ რა კაცობა გამოიჩინა საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის შეურაცხყოფისთვის და რაც მთავარია, რამდენი მილიონი გადაიხადეს ამ ,,დიად'' საქმეში, ამაზე დეტალურად მოგიყვებით. დანარჩენი თავად განსაჯეთ.
ქალაქ ზუგდიდის ცენტრს ამშვენებს ე. წ მოცეკვავე შადრევანი, რომლის ფონსაც წარმოადგენს მიწაზე გართხმული საქართველოს დროშა ხუთი ჯვრით. შადრევანი მუდმივად რომ ფუნქციონირებდეს, კიდევ რაღაცას იტყოდა ადამიანი ამ ,,დიდებული იდეის'' თავკაცთათვის სიტყვის შესაწევნად. მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ მოცეკვავე შადრევანი ძირითადად, საპატიო სტუმრების ჩასვლისას ფუნქციონირებს. ყველაზე კურიოზული კი ის გახლავთ, რომ ეს ღირშესანიშნაობა სხვადასხვა დროს, სამჯერ გაიხსნა საზეიმო ვითარებაში. ერთხელ პრეზიდენტის ჩასვლისას, მეორედ ნინო ბურჯანაძის სტუმრობისას და მესამედ ფრიდონ თოდუას დახვედრის აღსანიშნავად. მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!!!
სხვა დროს კი ეს ,,შედევრი'' ცეკვის ხასიათზე სულაც არ არის, მხოლოდ დროშის ზემოთ ამოწვერილი რკინები მიგვანიშნებს იმაზე, რომ ზე-იდეაში აქ შადრევანი იგულისხმება.
და როგორ ფიქრობთ, რა დაუჯდათ ეს იდეა ადგილობრივი თვითმმართველობის ,,კორიფეებს''?! არც მეტი არც ნაკლები, მილიონ ასთხუთმეტი ათასი ლარი!!!
დიახ, ერთ მილიონზე მეტად შეფასდა ქართული დროშისა და მასზე გამოსახული ბოლნურ-კაცხური ჯვრის შეურაცხოფა!
ხელშეკრულებას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომელიც 2007 წლის 13 აგვისტოთი თარიღდება, ერთის მხრივ ხელს აწერს ზუგდიდის რაიონის გამგებელი ალექსანდრე ქობალია (შემდგომში ,,შემსყიდველი'') და მეორეს მხრივ, შპს. ,,იმობილიარე''(შემდგომში მიმწოდებელი) მისი დირექტორის, ირაკლი ძაგანიას სახით.
ხელშეკრულების საგანი კი გახლდათ 2007 წლის 30 ივლისის #416 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, ზუგდიდში, ცენტრალური ბულვარისა და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთის ადგილას, შადრევანის დამონტაჟებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ახლა რაშია საქმე: სიტყვა ,,კეთილმოწყობა'', როგორც ჩანს, ყველას თავისებურად ესმის. ასე თავისებურად და სულისშემძვრელად გაიგო ეს სიტყვა ბატონმა ალექსანდრემაც და მრევლს, რომელმაც ეს ფაქტი გაპროტესტა, მოგვიანებით უმტკიცებდა _ მე არაფერ შუაში ვარ, ეს თბილისელებმა დაპროექტეს და გააკეთესო. ვის გულისხმობს თბილისელებში, ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ,,დიდი ალექსანდრეს'' ფეხრთქვეშგანრთხმული უშადრევნოდ დარჩენილი დროშის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ არაფერი იცის.
ვინმემ უსამართლობაში რომ არ ჩაგვითვალოს, აქვე დავძენთ, რომ ზოგჯერ შადრევანი საღამოობითაც ირთვება, სეირნობის ჟამს. მაგრამ ესეც ვერაა დიდი შეღავათი, რადგან სიწმინდის პატივისცემა სამარადჟამო საქმეა და არა სადღე-ღამისო.
ყურად არც ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ მამა მალხაზ (ჭანტურიას) შეგონება იღეს. მამა მალხაზმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასაგმობია ეს ფაქტი. მისი აზრით, დასაგმობია, რომ ქართული დროშა, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ჰერალდიკურ სიმბოლოსა და ამავე დროს მართლმადიდებული რელიგიის სიწმინდეს, რომელიც ჯვრის სახით არის გამოსახული ქართულ დროშაზე, არ შეიძლება განრთხმული იყოს მიწაზე და მასზე ფეხით დადიოდნენ.
ეჰ, დიდი ილია ცოცხალი რომ იყოს, ვინ იცის მერამდენედ შეუძახებდა ამ ხალხს: ,,გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველებისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს. დრო-ჟამი ამას გვიქადის... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?''
ხალხი ყოველთვის ბრძენია და ზუგდიდის მოსახლეობა და მრევლი, როგორც ყოველთვის, სათანადო სიმაღლეზე აღმოჩნდა. მათ ძალიან მკაცრად და კატეგორიულად დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრება ე. წ შადრევანთან დაკავშირებით.
ზუგდიდის მოსახლეობის განცხადების შინაარსს, რომლითაც ისინი მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, მაჟორიტარ დეპუტატს, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის გუბერნატორს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს, სრულად გთავაზობთ:
,,გვტკივა, განვიცდით და ვლოცულობთ იმისათვის, რომ რუსული აგრესიის პირობებში, ეკლესიისა და სახელმწიფო ერთიანობის სიმშვიდისა და დათმენის მაგალითი მივცეთ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს, რადგანაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა ყოველთვის პირდაპირ დაკავშირებულ იყო ეკლესიისა და ხელისუფლების ერთიანობასთან. მადლობას გიხდით მატერიალური თუ მორალური მხარდაჭერისთვის, ეს იქნება ახალი ეკლესიების მშენებლობა თუ უძველესი სულიერ-კულტურული ძეგლების შენარჩუნება, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. სამშობლოს მოყვარული ადამიანისთვის, ადვილად შესამჩნევია ის თავდაუზოგავი შრომა, რომელსაც აკეთებენ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები ქალაქებსა და სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მოგმართავთ თხოვნით იმ ქალაქიდან, სადაც დაბრძანებულია ღვთისმშობლის კვართი და სხვა ქრისტიანული სიწმინდეები, რომელიც ბევრჯერ გადაურჩა უამრავ შიდა თუ გარე მტრის ავ განზრახვას, ქალაქიდან, რომელიც ღვთის შეწევნითა და ხელისუფლების აქტიურობით, დღითიდღე ლამაზდება და მშვენდება.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს წარსულში, ჩვენი ქვეყნის ჰიმნი არ იცოდა მოსახლეობის ერთმა პროცენტმაც კი, ხოლო სახელმწიფოს უპირველესი სიმბოლო, დროშა, არ გამოირჩეოდა ესთეტიური თვალსაზრისით, მასზე ნაკლებად აისახებოდა ქვეყნის ისტორიულ-პატრიოტული მოტივაცია. ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა საამაყოა თითოეული ჩვენთაგანისთვის და მას სიამაყით ეპყრობა თოთოეული ქართველი.
არის საკითხები, რომელიც აუცილებელია დაიცვას ყველა ქრისტიანმა და მისი შეუსრულებლობა წარმოადგენს ცოდვას, რომელიც გადმოდის თითოეულ ჩვენთაგანზე. ცნობილი ფაქტია, რომ 1227 წელს, ხვარაზმელმა დამპყრობლებმა მტკვარზე გადებულ ხიდთან მიიყვანეს თბილისის მოსახლეობა, შუაში დაალაგეს ხატები და ჯვრები, მის გასწვრივ კი ხვარაზმელი მეომრები განლაგდნენ დაშიშვლებული ხმლებით და მათ მიეცათ ბრძანება მხოლოდ ისინი გაეშვათ იქ შეყრილი ხალხისგან, ვინც ხატებზე და ჯვრებზე გადაივლიდა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მათ თავის მოკვეთით დაემუქრნენ, სულთნის მეომრები ადგილზე სჯიდნენ ყოველს, ვინც მათ ბრძანებას არ ასრულებდა. ამ დღეს ასი ათასი ქართველი მორწმუნე ქრისტიანი დასაჯეს, ვინც მათი ბრძანება არ შეასრულა, რწმენა არ უარყო და საკუთარი ქრისტიანული ვალის მოსახდელად სიცოცხლე გაწირა.
ცნობილ მარაბდის ბრძოლაში, სადაც შაჰ-აბასის ურიცხვი ჯარის წინააღმდეგ იბრძოდნენ ქართველი მეომრები, ხალხის თქმულებით ამ ბრძოლის გმირებს, ცხრა ძმა ხერხეულიძეს, დედა გვერდიდან არ მოშორებია, ამხნევებდა მათ. როცა შვილები იღუპებოდნენ, სასიკვდილოდ დაჭრილი შვილების ხელიდან ხელში, დროშა დედას გადაჰქონდა, როგორც გამარჯვებისა და დაუმარცხებლობის სიმბოლო, რომელიც დაბლა არ უნდა დაცემულიყო.
ქალაქ ზუგდიდის ცენტრს ნამდვილად ამშვენებს მოცეკვავე შადრევანი, სადაც პატარები ერთობიან მზიან ამინდში, მაგრამ სამწუხარო ფაქტია და ამავე დროს, როგორც ქრისტიანული, ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით მიუღებელია ის ფაქტი, რომ შადრევანის ფონს წარმოადგენს დროშა ხუთი ჯვრით, რომელზეც ბუნებრივად ხდება ფეხის დაბიჯება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არის ქვეყნები, სადაც დროშის ძირს დაგდება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
ჩვენი მოთხოვნაა, შადრევანზე შეიცვალოს აღნიშნული სიმბოლიკა, რათა ცოდვა, რომელიც საუკუნის წინ მტერმა ძალის გამოყენებით ვერ ჩაგვადენინა, დღეს ჩვენი უნებური საქციელით არ ჩავიდინოთ.
ჩვენ იმედი გვაქვს კეთილგონიერების.
ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისა და თქვენს მიერ დასახული მომავალი გამარჯვებისთვის.''

პ.ს. ეს მცირე ისტორიული მიმოხილვა კი ყურებში ბამბა დაცულთა და თვალებზე ხელ აფარებულთა გასაგონად და წასაკითხად გვინდა მოვიყვანოთ. მათთვის, ვინც უზარმაზარი თხრილის წინაშე დგას და ვერ გრძნობენ. უფრო მეტად კი მისთვის, ვისაც ბავშვობისას 9 ძმა ხერხეულიძის თავდადების ამბავი არც წაუკითხავს და არც გაუგონია...
1625 წლის 1 ივლისი. საზიარებლად გაემზადა ქართველთა ლაშქარი: წესისამებრ, მეომრები ომის დაწყების წინ ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ ცოდვათა მისატევებლად და ბრძოლაში წარმატების საწინდრად.
მეომართა გვერდით იარაღით შეჭურვილი სამღვდელოებაც დამდგარიყო, რადგან ესეც წესად იყო დადებული: ყოფნა-არყოფნის ზღვართან მყოფ საქართველოს ჯვრით და მახვილით იცავდა ერი და ბერი.
რუისელმა ეპისკოპოსმა დალოცა მხედრობა, თვითონაც, აბჯრით შეჭურვილი, მეწინავე რაზმში ჩადგა. გორგასლიან-დავითიან-თამარიან დროშას ცხრა ძმა ხერხეულიძე დაუყენეს დარაჯად.
შეტევა გარიჟრაჟზე დაიწყო. მცირერიცხოვან ქართველთა სიმამაცემ ყიზილბაშები უკუაქცია, მაგრამ გამოცდილმა მთავარსარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა არ დათმო ბრძოლა.
ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა ქართულმა დროშამ, ცხრა ძმა გმირულად დაეცა მარაბდის ველზე, შემდეგ ნაბოლარამ - ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო.

воскресенье, 24 мая 2009 г.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, შსს-ს ჩანაწერები ბადრი პატარკაციშვილზე, მთლიანად დამონტაჟებული და გაყალბებული იყო!

09.04.2009
სად იდგმება ფარული ჩანაწერების სცენარი და რატომ არ ცნობს შავგულიძე საპარლამენტო ოპოზიციას?

თამარ ლეფსვერიძე

საზოგადოებას ფარული ჩანაწერების აღარ სჯერა. ეს დაახლოებით იმ იგავ-არაკს ჰგავს, აცეტებული მწყემსი ხალხს რომ ატყუებს, _ მგელი მოდისო და მერე, მართლა გამოჩენილ მგელზე საშველად რომ აღარავინ მივა. ყოველთვის, ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვისას ხელისუფლება `პურისა და სანახაობის~ ერთსა და იმავე მეთოდს მიმართავს და გაურკვეველი შინაარსის ფარულ ჩანაწერებს ატრიალებს. მართალია, ამბობენ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვსო, მაგრამ ბადრი პატარკაციშვილისა და მასთან დაკავშირებული ჩანაწერების ისტორია იმდენად უახლესი წარსული იყო, რომ ჩვენს `მოკლე მეხსიერებას~ ჯერ კიდევ მკაფიოდ შემორჩა...
შალვა შავგულიძე ის ადამიანია, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა თავად პატარკაციშვილთან და იმ ჩანაწერებთანაც, რომლის გამოც ოლიგარქი ყველაზე დაახლოებულმა პირებმაც 30 ვერცხლად გაყიდეს. ამიტომ, ქართული სახელისუფლებო ფარული ჩანაწერების პიარ-ტექნოლოგიებზე, მისი მოსაზრებების მოსმენა გადავწყვიტეთ.


_ ბატონო შალვა, რამდენიმე ხნის წინ, კვლავ დატრიალდა ფარული ჩანაწერების ახალი სერია, ამჯერად უკვე იარაღის შეძენასთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება?
_
აქიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება _ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით, თვითონ დარჩეს ხელისუფლებაში. ისინი ძალიან შორს არიან სამართლებლივი სახელმწიფოს მშენებლობის იდეისგანაც კი.
_ ხომ შეიძლება, საქმე გვქონდეს დანაშაულის პროვოცირებასთან? ჩვენთვის არავის უთქვამს და უჩვენებია, როგორ შევიდნენ ეს ოპერატიული მუშაკები კონტაქტში იმ ადამიანებთან, რომლებსაც იარაღის შეძენა ბრალდებათ.
_
აბსოლუტურად გეთანხმებით. ერთია სამართლებრივი შეფასება და მეორე მხრივ, არავინ იცის, რეალურად რა ინფორმაციას შეიცავს ეს მასალა. ამის თქმის საფუძველი ნამდვილად მაქვს. კარგად გვახსოვს შარშან, ბატონი ბადრი პატარკაციშვილის მიმართ გაშუქებული ჩანაწერები. მე ამ ადამიანს ვიცავდი და სრულად ვნახე ყველა ჩანაწერი. ის, რაც ტელევიზიით შუქდებოდა და საზოგადოებას მიეწოდებოდა, წმინდა სახის ფაბრიკაცია იყო, თანაც საკმაოდ უხეშად დამონტაჟებული. ერთი ფრაზა შედგენილი იყო სხვადასხვა წინადადებიდან ამოღებული ფრაზებით და გამოყვანილი ჰქონდათ სულ სხვა აზრი. დანაშაული იქნა შეთხზული. აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ, რომ ახლანდელი ჩანაწერებიც ასეთი მეთოდით მიაწოდეს საზოგადოებას. ამგვარად, ხელისუფლება ქმნის სურათს, რომ ესა თუ ის პირი და პოლიტიკური პარტია, ასოცირებული იყოს მძიმე სახის დანაშაულთან.
თანაც, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასე საჯაროდ იქნეს გამოყენებული ოპერატიული მასალა. არ გამოვრიცხავ და დიდი შანსია, რომ ადგილი ჰქონდეს როგორც მონტაჟს, ასევე აგენტების მიერ წინასწარ დადგმული სპექტაკლის ვიდეოფირზე ასახვას, ისევე როგორც, ადგილი ჰქონდა ბატონი ბადრის მიმართ შარშან გაშვებულ მასალაში. ამას, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. გახსოვთ ალბათ, გენერალური პროკურორის მოადგილე, ლევიტანის ხმით როგორ აკეთებდა დასკვნებს მთლიანად დამონტაჟებულ და გაყალბებულ მასალებზე.
_ კარგად გვახსოვს ისიც, ნიკა გვარამიამ როგორ განაცხადა, რომ კოდუა-პატარკაციშვილის 2 საათიანი ჩანაწერიდან, მხოლოდ 25 წუთს გვთავაზობდნენ. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზიის არცერთი ჟურნალისტი დაინტერესებულა იმით, რას ეხებოდა დანარჩენი საათნახევარი, ისე დატოვეს ტელეკომპანია `იმედი~. ერთი სიტყვით, მაშინ გაჭრა ამ ყველაფერმა...
_ 2 საათიდან, შეიძლება მხოლოდ 25 წუთი გააშუქო, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში ადგილი არ ექნება გაყალბებასა და მონტაჟს, ჭეშმარიტი სურათის შექმნა შეიძლება. მაგრამ, როცა 3 წუთი თავიდანაა ამოგლეჯილი და 5 წუთი შუიდან, უკვე სულ სხვა რაღაცას ვიღებთ.
რაც შეეხება ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, გეთანხმებით, არც მედიის სათანადო ყურადღების ქვეშ მოექცა და სამწუხაროდ, არც ბადრის მეუღლემ, ქალბატონმა ინამ გამოხატა აქტიური პოზიცია, რომ სისხლის სამართლის საქმე გაგრძელებულიყო და ბოლომდე მისულიყო. ასე რომ მომხდარიყო, მერწმუნეთ უფრო თვალსაჩინო გახდებოდა ვიდეომასალის მონტაჟიც და სხვა სიყალბეებიც, რაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, უხვად მოიპოვებოდა. საუბარია გაყალბებულ და დაუშვებელ მტკიცებულებებზე, რომელზეც მთელი ბრალდება იყო აგებული. ასეთ შემთხვევში, შედეგი სულ სხვა იქნებოდა. სამწუხაროდ, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხერხდა.
_ პატარკაციშვილისა და ,,იმედის`` თემა, დღემდე აქტუალურია, როდესაც სიყალბეებზე საუბრობთ, თუ შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითი გვითხრათ, რა იყო თქვენთვის ყველაზე ამაზრზენი ამ საქმეში?
_
კონკრეტული წინადადებების გახსენება გამიჭირდება, რადგან საქმის მასალები თან არ მაქვს. თორემ გაჩვენებდით, რომ ერთი წინადადება ამოღებულია საუბრის მე-7 წუთზე, მეორე მე-15-ზე და აქიდან გამოყვანილია ერთი წინადადება. ამ დროს, ერთი სულ სხვა კონტექსტშია ნათქვამი, მეორე სხვაში. მაგალითად, წინადადებიდან ,,მე ჯერ ომი არ დამიწყია``, ამოღებულია ,,ომი`` და სულ სხვა კონტექსტშია გადაბმული სხვა წინადადებაზე. უმარტივესს გეტყვით, დადგენილებაში ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც პატარკაციშვილს წარედგინა, მოცემულია ასეთი ქრონოლოგია დროში და გეოგრაფიულად: ,,ლონდონში მყოფმა ბადრი პატარკაციშვილმა, განიზრახა რა შეიარაღებული გადატრიალების მოწყობა საქართველოში, დანაშაულებრივად უკავშირდება ვალერი გელბახიანს, რომელიც მისი საარჩევნო შტაბის უფროსი იყო, ავალებს მას და მისი დავალებით, თითქოს გელბახიანი ხვდება მარინა გაბუნიას. შემდეგ, გაბუნია გელბახიანის დავალებით ხვდება კოდუას და შეეცადნენ მის ჩართვას დანაშაულებრივ განზრახვაში. მაგრამ, კოდუა კეთილსინდისიერი პოლიციელი აღმოჩნდა და დანაშაულებრივი ჯგუფი ამხილა.``
ამ დროს კი, საქმე გვაქვს სულ სხვა რამესთან. თვითონ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით და მათ მიერვე გაშუქებული ვიდეო-ჩანაწერებით, აშკარად საპირისპირო დგინდება. გეოგრაფიულად, ლონდონიდან არ დაწყებულა ეს დანაშაული და თბილისამდე არ ჩამოსულა. დაიწყო თბილისში და მივიდა ლონდონამდე. ჯერ ერთმანეთს შეხვდნენ კოდუა და გაბუნია, შემდეგ კოდუას დავალებით გაბუნია მიდის გელბახიანთან და ამ შეხვედრის შემდეგ, კოდუას რამდენჯერმე ეუბნება, _ კი ვნახე ის, შენც ეგ არ გინდოდა? ვნახე გელბახიანი, სხვა ვინ? რატომ მეკითხები?
ამის შემდეგ, გელბახიანს აგზავნიან ლონდონში პატარკაციშვილთან. ანუ დადგენილებაში, ყველაფერი უკუღმაა ნაჩვენები როგორც დროში, ასევე გეოგრაფიულად. ეს არის თვალსაჩინო და ზედაპირული მაგალითი, რომელიც ადვილად აღსაქმელია მკითხველისთვის.
_ ანუ გელბახიანი და გაბუნია კოდუას დავალებით მოქმედებდნენ?
_
არა, მე ვერ ვიტყვი, რომ კოდუას დავალებით მოქმედებდნენ, მაგრამ პირველად კოდუამ ნახა გაბუნია და ამის შემდგომ _ გაბუნიამ გელბახიანი, შემდეგ ეს უკანასკნელი მიდის საზღვარგარეთ პატარკაციშვილთან შესახვედრად. ხომ გესმით, ყველაფერი უკუღმა დაატრიალეს. გარდა ამისა, საქმეში არის აბსოლუტურად დაუშვებელი ბრალდებები. გაყალბებული და დამონტაჟებული მასალა და კიდევ უამრავი გარემოება, რაც იმედს გვაძლევდა და ბატონი ბადრიც იმედიანად უყურებდა, რომ ამ საქმეში მთლიანად გამართლდებოდა. საბოლოო ჯამში, მხილებული იქნებოდა, რომ ეს დანაშაული მოფიქრებული იყო შსს-ს კედლებში და იქ დადგმული სცენარით ჰპოვა განვითარება. ეს აშკარად დადასტურდებოდა და იმედი მაქვს, სიტუაცია შეიცვლება და მოხერხდება ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა.
_ როდესაც ამ საქმეზე საუბრობთ, აშკარად გეტყობათ, რომ თქვენი ძალიან დიდი გულისტკივილია. პატარკაციშვილის ოჯახთან თუ გქონდათ საუბარი რაიმე ერთობლივი გეგმის განხორციელებაზე?
_
მართალს ბრძანებთ და ეს გულისტკივილი, რამდენიმე გარემოებით არის განპირობებული. ჯერ ერთი, ამ ხნის მანძილზე, მთელი გული და ენერგია ჩავდე ამ საქმეში. მეორეც, აბსოლუტურად დადასტურებადი იყო ის გარემოება, რომ სახეზე გვქონდა პროვოცირებული დანაშაულის ფაქტი და ეს მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. და მესამეც, ამ პროვოცირებულ ამბავს, საბოლოოდ, ადამიანი შეეწირა. მე ახლა ვერ დავიწყებ მტკიცებას ბატონ ბადრის გული გაუსკდა და ვერ გაუძლო ამ უსამართლობას, ცილისწამების ნიაღვარსა და ღალატს, თუ იქ რაიმე საწამლავი ნივთიერება და ზემოქმედების სხვა საშუალება წააშველეს. ამას ვერ ვიტყვი, რადგან მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ შეიძლება ამ ფაქტზე სიმართლის დადგენა და ამაზე თავს იკავებს ოჯახი, ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა მესმის მათი მდგომარეობაც. გადაწყვეტილება უნდა მიეღო ერთადერთ პიროვნებას, ეს გახლავთ ქალბატონი ინა გუდავაძე. მაგრამ როდესაც ასეთი ფაქტის წინაშე დგები და საეჭვო გარემოებაში კვდება ამხელა წონის ადამიანი, ალბათ შიშის საფუძველიც გაქვს. მაგრამ, მე მაინც არ ვკარგავ იმედს, რომ ადრე თუ გვიან, ამ საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდება. და კიდევ, ძალიან ბევრი საქმეა, რომელზე ჭეშმარიტების დადგენასაც საზოგადოება ელოდება. ყველაფრის დრო მოვა...ს
_ თუმცა, რაც დრო გადის, მით უფრო მეტი ადამიანი ხდება რეპრესიებისა და შანტაჟის მსხვერპლი.
_
გეთანხმებით, საზოგადოება ისეა დაშინებული, როგორც არასდროს. მაგრამ, დღეისთვის, ხალხი იმ წერტილამდეა მისული, რომ აღარც მოტყუებულები ტყუვდებიან და აღარც დაშინებულებს ეშინიათ. ფიქრობენ, ამაზე უარესი რაღა უნდა დაგვემართოსო. აქ უკვე დუღილის ის ტემპერატურა დგება, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ცვლილებებს. ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის სურვილია, მაქსიმალურად კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოხერხდეს ხელისუფლების გაცილება და ახალი გუნდის მოსვლა, რომელსაც რეალურად ექნება კეთილი ნება, ააშენოს სამართლებრივი და სამოქალაქო სახელმწიფო. ასეთი ნება, სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა, არადა შესანიშნავი შანსი ჰქონდათ. ყველაფერი ცუდი ბრალდებოდა წარსულს და ყველაფერი კარგი მიეწერებოდათ მათ, _ წინა თაობების გაკეთებულიც კი. გარდა ამისა, ჰქონდათ უზარმაზარი საერთაშორისო მხარდაჭერა, მორალური, პოლიტიკური და ფინანსურიც კი.
_ ბატონო შალვა, არ გეშინიათ, გაცილებით უარესი რამ რომ მოხდეს, ვიდრე 7 ნოემბერს?
_
როგორ გითხრათ, ახლა გამორიცხული არაფერია. გარკვეული სიფრთხილის გრძნობა, რა თქმა უნდა, მაქვს. მაგრამ, თუ ასეთი რამ მოხდება, მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. როცა მოქალაქეები გრძნობენ, რომ ხელისუფლებას აღარანაირი შანსი აღარ აქვს, რა თქმა უნდა, ყველანაირად შეეცდებიან შეცვალონ. ეს არის თვითგადარჩენის ინსტიქტი, რისთვისაც ვერცერთი ხელისუფლება უსაყვედურებს მისი ქვეყნის მოქალაქეებს. რომელ რესურსზეა საუბარი, როდესაც აგვისტოს დღეებში, როცა რუსეთის ჯარი იგოეთს მოუახლოვდა, მახსოვს ქვეყნის პირველი პირის, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, რომელმაც ასეთ კრიზისულ პერიოდში გააკეთა განცხადება, _ თუ რუსები თბილისისკენ დაიძვრებიან, ამის შესახებ, 1 საათით ადრე გაცნობებთო. ამაზე მეტს რომ ხალხს ვეღარაფერს ეტყვი, იქ წასულია შენი საქმე. რომ მოდის, მერე რა? სად წავიდეთ ან რა ვქნათ? ამაზე პასუხისმგებლობა სწორედ პრეზიდენტს უნდა აეღო. მან კი მხოლოდ ერთი რამ შემოგვთავაზა, _ ინფორმაციას მოგაწვდითო. ამ ინფორმაციას იქ მდგარი ნებისმიერი კორესპონდენტიც მოგვაწვდიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, ქვეყნის მეორე პირი, პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა და გვითხრა, _ ნამდვილად არის ასეთი ინფორმაცია და თუ რუსებმა მსგავსი რამ გაბედეს, საერთაშორისო სამართლის თანახმად, თქვენ გაქვთ თავდაცვის უფლება და შეგიძლიათ ნებისმიერი საშუალებით, დანებით ჩანგლებით და კეტებით დაიცვათ თავიო. ამის უფლება მოგვცა და დაგვემშვიდობა. როდესაც ქვეყნის პირველი და მეორე პირი ამაზე მეტს ვეღარაფერს გეუბნება, აშკარაა რომ ყველანაირი რესურსი ამოეწურათ. ასეთ შემთხვევაში, ან თავად უნდა ეყოთ გონიერება და დატოვონ ხელისუფლება, ან ხალხმა უნდა იზრუნოს ამაზე. ვფიქრობ, ეს მეორე ვარიანტი მოხდება.
_ მოდით, საპარლამენტო ოპოზიციაზე ვისაუბროთ. როდესაც უცნობთან ,,საკანში`` იყავით, რამდენჯერმე საკმაოდ არასახარბიელო კონტექსტში მოიხსენიეთ გიორგი თარგამაძე. როგორ აპირებთ მსგავსი ტიპის ოპოზიციონერებთან ურთიერთობას?
_ საპარლამენტო ოპოზიცია, ნამდვილად არ მიმაჩნია ოპოზიციად. ვფიქრობ, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი პოლიტიკურად არასწორი იყო. თანამშრომლობას რაც შეეხება, ვერ ვხედავ იმ თემებსა და სფეროს, სადაც მათთან თანამშრომლობა შეიძლება. თუ რაღაც გარემოება მოიტანს ისე, რომ მათთან დიალოგი საჭირო გახდება, არ დაველაპარაკები მეთქი, არ გეტყვით. თუმცა, არა მგონია, ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში რაიმე როლს ასრულებდნენ და არც ის მგონია, რომ მათთან სათანამშრომლო გარემოებები დაუდგეს რეალურ ოპოზიციას. ამჟამინდელმა საპარლამენტო ოპოზიციამ, თეორიული შანსი მისცა ხელისუფლებას, ხელოვნურად შეექმნათ დემოკრატიული ფონი და მრავალპარტიული პარლამენტი. ამის საპირწონე სიკეთეს კი, იქ ნამდვილად ვერცერთი მათგანი ვერც ახლა აკეთებს და ვერც მომავალში გააკეთებენ. მათ, ელემენტარულად, ამის რესურსიც არ გააჩნიათ. ზოგიერთ მათგანს, ერჩივნა იქ დარჩენილიყო, საიდანაც რეალურად შეიძლებოდა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთება.