07.02.2008
არაფრით დაუშვებ ჩემი ცრუ ჩვენებით, სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდებს ცხოვრება გაუმრუდონ
ირმა მესხია
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს ბატონ როლანდ ახალაიას
მოქალაქე გულნარა ჯინჯოლავას
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ბატონო როლანდ: უმორჩილესად გთხოვთ გამონახოთ დრო და პირადად გაეცნოთ ჩემს მიერ მოყვანილ არგუმენტებს და აქედან გამომდინარე მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ბრძენის ნათქვამია - "ჯობია დარჩეს ასი დამნაშავე დაუსჯელი, ვიდრე დაისაჯოს ერთი უდანაშაულო".
ზედმეტად არ შეგაწყენთ თავს იმის ახსნით, თუ რა ტრაგედია დამიტრიალდა თქვენი თანამშრომლების წყალობით, როგორ გავატარე 52 დღე ჯოჯოხეთში, როგორ შემერყა ისედაც შერყეული ჯანმრთელობა და როგორ მივედი სიკვდილის ზღვრამდე.
მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი ქვეშევრდომები და ყველაზე მეტად გამომძიებელი რომეო საჯაია მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემზე და ჩემს საქმიანობაზე გაწვდიდათ აშკარად გამუქებულ და გაყალბებულ ინფორმაციებს. სწორედ ასე მოახერხა შეექმნა თქვენთვის ჩემი "თაღლითობის" შთაბეჭდილება.
სწორედ საჯაიამ მოახერხა ზეწოლითა და დაპატიმრების მუქარით გამოეძალა ყოფილი ბუღალტრის - ლუიზა წყაროზიასთვის ცრუ ჩვენება, რომლის საფუძველზეც შეითითხნა ჩემთვის წაყენებული ბრალდება და ჩამსვა საპყრობილეში.
რა ხდება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში?! ფლობს თუ არა პროკურორი როლანდ ახალაია ობიექტურ ინფორმაციებს, რა სახის ზეწოლებს ახდენს გამომძიებელი ვინმე რომეო საჯაია მოქალაქეებზე და რამდენი ადამიანი ზის ზუგდიდის საპყრობილეში ცრუ ჩვენების საფუძველზე?! ამ თემით "თავისუფალი გაზეთი" დაინტერესდა და ჟურნალისტური გამოძიება აწარმოა ერთი კონკრეტული ფაქტის მაგალითზე.
შემთხვევა რომელზედაც ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ იმითაცაა საყურადღებო, რომ სამეგრელოს პროკურატურაში, როგორც ჩანს კანონს "ქონების ლეგალიზაციის შესახებ" და "კერძო საკუთრების უზრუნველყოფის დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიების შესახებ" ჯერაც არ ჩაუღწევია. ეს ამბავი ალბათ ყველაზე მეტად ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ატკენდა გულს, რადგან სწორედ მან ამცნო ქართულ საზოგადოებას(თანაც დიდი ზარ-ზეიმით) სახელმწიფოს მიერ მიღებული ამ ჰუმანური გადაწყვეტილების შესახებ.
ზუგდიდში, შუაგულ ცენტრში, გუბერნიის მოპირდაპირე მხარეს დგას საკმაოდ დიდი შენობა - "ენგური". როგორც ჩანს ერთ მშვენიერ დღეს ამ შენობას ვიღაცამ თვალი დაადგა და მისი მისაკუთრება გადაწყვიტა. ეს ვიღაცა რომ რიგითი ზუგდიდელი და "სახალხო ბანკის" რიგში მდგომი უბრალო პენსიონერი არ გახლავთ, ცხადზე ცხადია. ეტყობა რომელიღაც ჩინოვნიკს მადა ჭამაში მოუვიდა და იფიქრა ეს შენობა, ამისთანა ადგილას, "ყელზე ნამდვილად არ დამადგებაო". მაგრამ, მისდა მოულოდნელად აღმოჩნდა რომ "ენგურს" უკვე კანონიერი მეპატრონე ჰყავდა, ვინმე ხათუნა კაკაჩია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ობიექტი "ზუგდიდვაჭრობას" ეკუთვნოდა. პირველ ჯერზე მოლაპარაკებები მეპატრონეებთან აწარმოეს, რომლებსაც შენობის დაბრუნებას თხოვდნენ. როგორც ხათუნა კაკაჩიას მეუღლე, ბიზნესმენი დავით როგავა, ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნავს: "ეს პრობლემები რომ დაგვეწყო, პროკურორმა საჯაიამ მითხრა, ამ შენობას რომ ყიდულობდით, თავიდანვე პროკურატურაში რატომ არ მოხვედითო. ჩვენ თვითონ გაყიდვინებდით შენობებს. არ იცოდით, ზუგდიდში ყველაფერი პროკურატურის გავლით რომ იყიდებაო".
გაგიკვირდებათ და მეპატრონეები დათმობაზე არ წავიდნენ. რაიმე სახის დარღვევები ვერც "ზუგდიდვაჭრობის" რომელიმე საბუთში აღმოაჩინეს, არადა შენობას შტურმით ხომ ვერ აიღებდნენ?!
სწორედ ამ დროს სამეგრელოს საოლქო პროკურატურას მხსნელად მოევლინა "ზუგდიდვაჭრობის" ყოფილი ბუღალტერი, ლუიზა წყაროზია, რომელიც თავის ჩვენებაში წერს, რომ "ზუგდიდვაჭრობის" დირექტორი იმედი ალშიბაია და გულნარა ჯინჯოლავა აიძულებდნენ დოკუმენტაციის გაყალბებას. აღნიშნავს რომ, მას პრივატიზაციის გეგმის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად ხელი არ მოუწერია.
სწორედ ლუიზა წყაროზიას ჩვენება გახდა გულნარა ჯინჯოლავასადმი ბრალის წაყენებისა და მყისიერი დაპატიმრების მიზეზი. ყოფილი ბუღალტრის ჩვენების სხვა დეტალებზე ყურადღებას აღარ შევაჩერებთ და გამომძიებელ ვინმე საჯაიასა და მკითხველს აქვე წარვუდგენთ იმ საბუთს, რომელზედაც ნამდვილად არის ქალბატონი წყაროზიას ხელმოწერა. ეს სწორედ პრივატიზაციის ის გეგმაა, რომელზედაც ეს უკანასკნელი თავის ჩვენებაში დაჟინებით ამტკიცებს, რომ ხელი არ მოუწერია.
"თავისუფალი გაზეთისთვის" ამ საბუთის მოპოვება დიდი სირთულე არ ყოფილა. დაინტერესების შემთხვევაში ქსეროასლი რომეო საჯაიასაც შეგვიძლია მივაწოდოთ. გარდა ამისა ლუიზა წყაროზია თავის ჩვენებაში საუბრობს კრების ოქმზე, სადაც თითქოს მისი ხელმოწერა გაყალბებულია. რეალურად კი, ამ ოქმზე საერთოდ არ არის მისი ხელმოწერა და თეთრით შავზე აშკარად იკითხება "ფარცვანია".
საქმეში დევს ჯინჯოლავას ადვოკატის რამდენიმე შუამდგომლობა, ხელნაწერის გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რომელიც გამოძიებამ არ დააკმაყოფილა.
საინტერესოა რომელი დოკუმეტი აქვს გამოძიებას და სად არ აწერს ხელს ლუიზა წყაროზია?!
"იმავე წყაროზიამ ჩემი დაპატიმრების შემდეგ აღიარა, რომ გამოძიების მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ზეწოლას და დაპატიმრების მუქარით გამომძიებელმა აიძულა მიეცა ცრუ ჩვენება. ამის უამრავი მოწმე არსებობს, როგორც ჩემი ახლობლების, ასევე თანამშრომლების სახით(არსებობს სხვა მასალაც)."-აღნიშნავს როლანდ ახალაისადმი მიწერილ განცხადებაში გულნარა ჯინჯოლავა."
საბრალდებო დასკვნის მთავარ მომქმედ გმირთან დაკავშირება "თავისუფალმა გაზეთმა" სცადა და წყაროზიას ტელეფონით დაუკავშირდა. თავის წარდგენისა და პირველი კითხვის დასმის შემდეგ, ასეთი პასუხი მივიღეთ: "კარგით ერთი რას მეზღაპრებითო". თავისი ჩვენება ქალბატონ ლუიზას ზღაპრად თუ ეჩვენება, გვინდა შევახსენოთ, რომ მისი განცხადების საფუძველზე 60 წლის ქალბატონი დააპატიმრეს.
გულნარა ჯინჯოლავას დაპატიმრების შემდეგ, მეტად საინტერესოდ განვითარდა მოვლენები სასამართლოში.
2007 წლის 12 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამრთლემ დავით კეკენაძემ 5 წუთში, ისე შეუფარდა აღკვეთი ღონისძიება გულნარა ჯინჯოლავას, რომ მისთვის დაცვის საშუალება არც კი მიუცია.
2007 წლის 30 ნოემბერს, ჯინჯოლავას დამცველებმა შუამდგომლობით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის და გირაოს შეფარდების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი გულნარა დაავადებული იყო მძიმე ავადმყოფობით და გირაოს თანხა 10 ათას ლარს შეადგენდა, 1 დეკემბრის დადგენილებით, მოსამართლე ჯეირან მორგოშიამ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.
ორი დღის შემდეგ, 3 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე, გამომძიებელმა რომეო საჯაიმ ზუგდიდის მე-4 საპყრობილეში, მიაკითხა ბრალდებულს და უთხრა, მომეცი აღიარებითი ჩვენება და გაგათავისუფლებო. გამომძიებელმა ჯინჯოლავასგან უარი მიიღო.
რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, საჯაიამ მოულოდნელად ბრალდებული, აღკვეთი ღონისძიების შესაცვლელად სასამართლოში წაიყვანა.
როგორც "თავისუფალი გაზეთისთვის" გახდა ცნობილი, მოსამართლე კეკენაძე გამომძიებელს გაუწყრა, გუშინ მოსამართლე ჯეირან მორგოშიამ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, კოლეგასთან ცუდად გამომივა, თან აღიარებითი ჩვენება არ არის, გირაოს ვერ შევუფარდებო. კეკენაძემ გამომძიებელს აღიარებითი ჩვენების მისაღებად დრო 30 წუთი მისცა და ოთახიდან გავიდა. ბრალდებულს გამომძიებელმა "განუმარტა" რომ თუ ის ეტყოდა სასამართლოს რომ ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს სახლში გაუშვებდნენ. სასამართლოში დაცვის გარეშე დარჩენილმა 60 წლის, ავადმყოფმა ქალბატონმა, რომელმაც თითქმის ორი თვე გაუსაძლის პირობებში გაათარა, მართლაც უთხრაა სასამართლოს, რომ იგი ინანიებდა დანაშაულს და გირაოს თანხას გადაიხდიდა. 2007 წლის 3 დეკემბერს კეკენაძემ, ჯინჯოლავას აღკვეთის ღონისძიება-გირაოს 2000 ლარის გადახდით შეუცვალა.
საინტერესოა, რატომ უთხრა გამოძიებამ უარი ჯინჯოლავას 1 დეკემბერს 10 ათასი ლარის გირაოზე და რატომ დათანხმდა 3 დეკემბერს 2 ათას ლარ გირაოს, მითუმეტეს მაშინ, რომ გამოძიება საბრალდებო დასკვნის მიხედვით ბრალდებულს სახელმწიფოსთვის მილიონ ლარზე მეტი ზარალის მიყენებას ედავება?
გიორგი ჭიქაბერიძე (გულნარა ჯინჯოლავას ადვოკატი): "თუნდაც დამნაშავე იყოს ბრალდებული გულნარა ჯინჯოლავა, მის მიერ კი ე.წ. "დანაშაულის" ჩადენიდან გასულია 10 წელი, კერძოდ: ე.წ. გაყალბებული 1996 წლის 13 ნოემბრის ოქმის შედგენიდან, იმედი ალშიბაიას მიერ ქონების მართვის სამმართველოსადმი მიმართვიდან (1997 წლის 22 აპრილი), პრივატიზაციის გეგმის წარდგენიდან (1997 წლის 28 დეკემბერი), სააქციო საზოგადოება "ზუგდიდვაჭრობის" აქციონერთა კრების ჩატარებიდან და კრების ოქმის შედგენიდან (1997 წლის 29 დეკემბრიდან), ნოტარიუსის მიერ აქციონერთა კრების ოქმზე ხელმოწერის დღიდან (ე.წ. 1998 წლის 9 თებერვლიდან), იმედი ალშიბაიას ს/ს "ზუგდიდვაჭრობის" გენერალურ დირექტორად, ხოლო გულნარა ჯინჯოლავას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევიდან (1997 წლის 29 დეკემბერი) გასულია ათი წელი.
აქედან გამომდინარე, სულ მცირე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო".
საქმეში არსებული მასალებიდან გაირკვა რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის - რომეო საჯაის წერილის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზა. სადაც წერია: ?საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტური მთავარი სამმართველოს 2007 წლის 1 ოქტომბრის #15 ექსპერტიზის დასკვნით 1993, 1995 და 1997 წლებში სახაზინო საწარმო "ზუგდიდვაჭრობაში" განხორციელებული ძირითადი ფონდების გადაფასება მოხდენილია სწორად?.
როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ გამომძიებელ საჯაიას, საბრალდებო დასკვნაში გამორჩა ეს დეტალი და არ წერია, რომ 1993, 1995 და 1997 წლებში სახაზინო საწარმო "ზუგდიდვაჭრობაში" განხორციელებული ძირითადი ფონდების გადაფასება მოხდა სწორად.
საინტერესოა რატომ? გამოძიება ხომ სწორედ ამას ედავება ჯინჯოლავას?
უფრო მეტიც, რომეო საჯაია ცრუ ჩვენების მიღებას გულნარა ჯინჯოლავასგანაც ცდილობდა. ეს ფაქტი როლანდ ახალაის სახელზე მიწერილი განცხადებიდან ირკვევა, სადაც ქალბატონი აღნიშნავს; ?რომეო საჯაიასთან ჩემი ბოლო შეხვდრისას მან მოითხოვა აღიარებითი ჩვენება .ე.ი. უნდა ვაღიარო, რომ ვარ თაღლითი, სახელმწიფოს მივაყენე მილიონ ლარზე მეტი თანხის ზიანი და ვიმსახურებ სასჯელს. მას იქვე განვუმარტე, მაგრამ ვერ გაიგო და ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებს, თუ რატომ არ შემიძლია 60 წლის ოჯახის ქალს, შვილებისა და შვილიშვილის პატრონს, 40 წელზე მეტი მუშაობის სტაჟის მქონეს, ვაღიარო "დანაშაული", რომელიც არ ჩამიდენია, ამ ქვეყნად ვიცხოვრო თაღლითის სტატუსით და რომ არაფრით დავუშვებ ჩემი მიზეზით სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდებმა, რომლებმაც ყველა არსებული კანონის დაცვით შეისყიდეს ჩვენი აქციები (თამაზ ქანთარია და თორნიკე ცხადაია) ჩემი ცრუ ჩვენებით გაიმრუდონ ცხოვრება?.
?თავისუფალი გაზეთი? გულნარა ჯიჯოლავას შეხვდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა ყველა იმ პუნქტზე, რაც ბრალდებაშია წარმოდგენილი.
- ქალბატონო გულნარა, პირველი რაც ბრალდებაში წერია, გახლავთ ის რომ "ზუგდიდვაჭრობაში" ქონების აფასება მოხდა არასწორად. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?
- ამ საქმესთან შეხება არ მქონია. რადგან გამოძიება ამ საკითხს მედავება, გავარკვიე, რომ 1997 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ბალანსზე რიცხული ქონების აფასება, მომხდარია არსებული ინსტრუქციის შესაბამისად, გატარებულია ბუღალტრულ აღრიცხვაში 1998 წლის 1 იანვრიდან და ბუღალტრულ ანგარიშგებაში მომხვდა, 1998 წლის I-კვარტალის მონაცემებში. ამავე პერიოდშია წარდგენილი აფასების მასალები, ზემდგომ ინსტანციებში. კერძოდ, სტატისტიკის სამმართველოში, საგადასახადო ინსპექციასა და ქონების მართვის სამინისტროში.
- გამოძიება ასევე გედავებათ, ზუგდიდის სახელმწიფო ქონების სამმართველოში ყალბი დოკუმენტების წარდგენას...
- დოკუმენტები, რომლებსაც გამომძიებელი ყალბს უწოდებს, არ არის შედგენილი გულნარა ჯინჯოლავას მიერ. სახაზინო საწარმო ?ზუგდიდვაჭრობაში? იმ პერიოდში მე არ მქონდა თანამდებობრივი უფლებამოსილება მეწარმოებინა საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტები, რადგან მე ვიყავი კადრების განყოფილების გამგე და ადგილზე შექმნილი საპრივატიზაციო კომისიის ერთ-ერთი რიგითი წევრი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დოკუმენტაცია გაყალბებულია. რადგან საპრივატიზავიო გეგმის და მისი დანართების შედგენის პროცესში, მონაწილეობას ღებულობდა ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენელი, ყველა მონაცემი შეტანილია 1997 წლის 1 ნოემბრის ბალანსიდან გამომდინარე. ამ დოკუმენტებს ხელს აწერს, ორგანიზაციის დირექტორი (კომისიის თავმჯდომარე) - იმედი ალშიბაია, მთავარი ბუღალტერი - ლუიზა წყაროზია და საპრივატიზაციო კომისიის დანარჩენი წევრები, მათ შორიც მეც.
- გამოძიება აგრეთვე გედავებათ საპრივატიზაციო გეგმაში ლუიზა წყაროზიას ხელის მოწერის გაყალბებას. ვინ გააყალბა წყაროზიას ხელმოწერა?
- ხელმოწერა გაყალბებული არ არის და არც შეიძლება იყოს. პრივატიზაციის გეგმის და მისი დანართების, რამდენიმე ეგზემლიარი არსებობს. ჩვენ ხელთ გვაქს პრივატიზაციის გეგმა თავისი დანართებით, რომელსაც ხელს აწერს ლუიზა წყაროზია.
- გამოძიება გედავებათ, ნულოვანი აუქციონის გზით მინიმალური ხარჯებით მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდებდას...
- 1997 წელს სახაზინო საწარმოო გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, ქონების 95% განმკარგავი დარჩა სახელმწიფო. ხოლო 5% უსასყიდლოდ აჩუქა 148 ყოფილ თანამშრომელს. ორი წლის განმავლობაში, სანამ სახელმწიფო განკარგავდა თავის აქციებს, ზუგდიდში არსებული რთული პოლიტიკური და სოციალური პირობების გამო, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქონების მართვა, სხვადასხვა დროს, 4-ჯერ გაიტანა კუთვნილი აქციები აუქციონზე, მაგრამ ვერ შეძლო მისი გაყიდვა, ვინაიდან ?ზუგდიდვაჭრობას? ჩამოყალიბების დღიდან ერიცხებოდა დიდი ოდენობით სხვადასხვა დავალიანებები. მათ შორის ბიუჯეტის და ხელფასის დავალიანება.
ჩემთვის შეუძლებელი იყო იმის წინასწარმეტყველება, რომ 1999 წელს სახელმწიფო ნულოვან აუქციონზე გაყიდდა თავის კუთვნილ აქციებს. როგორ წარმოუდგენია საჯაიას, გულნარა ჯინჯოლავას შეეძლო ქვეყნის მასშტაბით აეკრძალა რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის ნულოვან აუქციონზე მიეღო მონაწილეობა?!
ნულოვან აუქციონზე, სრულიად უცნობმა 10-მდე კომპანიამ და უცნობმა პირმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მათ იმდენად მცირე თანხა ჰქონდათ შეტანილი, რომ აქციები რაოდენობაც მცირე ერგოთ.
საქმეში არსებული დოკუმენტებით ?თავისუფალმა გაზეთმა? გაარკვია, რომ გულნარა ჯინჯოლავას ნულოვან აუქციონში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. მონაწილეობა მიიღო მოქალაქე იმედ ალშიბაიამ, რომელიც ბოლო პერიოდში მუშაობდა ?ზუგდიდვაჭრობაში?, დირექტორად.
- საიდან გერგოთ ?ზუგდიდვაჭრობის? აქციები?
- იმედ ალშიბაიმ სახელმწიფოსგან შეიძინა გაუფასურებული აქციები და აქედან გამომდინარე რამდენიმე თანამშრომელს და მათ შორის მეც, გადაგვინაწილა თავისი კუთვნილი აქციები. სწორედ ეს აქციები მივყიდე ინვესტორს, რასაც მედავება გამოძიება.
- რატომ გაყიდეთ აქციები?
- რადგან ორგანიზაციას დაუგროვდა ბიუჯეტის ვადაგადაცილებული დავალიანება(100 ათას ლარზე მეტი) და საგასახადო სამსახური მოითხოვდა ვალის სასწრაფო გადახდას. ჩემი აქციების გაყიდული თანხის მეტი წილი გადავრიცხე ბიუჯეტის ვალის დასაფარად.
-ისევ ციტატას მოვიყვან საბრალდებო დასკვნიდან: ?2006 წლის დეკემბერის თვეში გ. ჯინჯოლავასათვის გახდა ცნობილი, რომ პროკურატურაში მიმდინარეობდა გამოძიება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით და ხდებოდა ობიექტების ჩამორთმევა?. საიდან გახდა ცნობილი თქვეთვის ეს ინფორმაცია?
- არანაირი ინფორმაციას იმის შესაბ, რომ პროკურატურა აწარმოებდა მესაკუთრეებისთვის ქონების ჩამორთმევას არასოდეს ვფლობდი. მინდა აღვნიშნო, მე ქონება არ გამიყიდია. გავყიდე ჩემი კუთვნილი აქცია.
- რატომ დაიწყო "ზუგდიდვაჭრობამ" ინვესტორის ძებნა?
- გვერიცხებოდა ბიუჯეტის ვადაგასული დავალიანება, რის გამო გვემუქრებოდა მთლიანი ქონების დაყადაღება.
- რამდენიმე კანდიდატიდან, რატომ აირჩიეთ შპს. ?დ ვორდი??
- ვინაიდან წლის ბოლომდე აუცილებელი იყო დავალიანების დაფარვა. რამდენიმე კანდიდატიდან, შევარჩიეთ ?დ ვორდი?, რადგან მას ჰქონდა შესაძლებლობა საბანკო ანგარიშით წლის ბოლომდე გადმოერიცხა შესაბამისი თანხა.
- თქვენთან ერთად გამოძიება ?ზუგდიდვაჭრობის? ქონების თაღლითური გზით მითვისებას ედავება თორნიკე ცხადაიას და თამაზ ქანთარიას. როგორ დაუკავშირდით ამ ადამიანებს?
- ჩემთვის ისინი აბსოლუტურად უცნობი პირები იყვნენ და მათთან შეხების წერტილი სხვა დროს არ მქონია. ეს ადამიანები ?ზუგდიდვაჭრობის? აქციების შეძენის შემდეგ, გახდნენ საკონტროლო პაკეტის მფლობელები. როცა სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო ჩვენი ერთად მუშაობა ვერ მოხერხდა, აქციონერთა საერთო კრების წინაშე ცხადაიამ და ქანთარიამ დააყენეს საკითხი ნატურით გამოყოფის შესახებ. რაც კანონის სრული დაცვით განხორციელდა.
- სანამ გამოძიება ბრალს წაგიყენებდათ, ჩვენებაში არ გითქვამთ როგორ მოხდა ?ზუგდიდვაჭრობის? აქციების გაყიდვა?
- ყველა სათანადო დოკუმენტაცია წარვუდგინე გამომძიებელ რომეო საჯაიას, მაგრამ მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო, სახელმწიფოსთვის დამებრუნებინა კონკრეტულად ის შენობა, რომლის ნატურით გამოყოფა კანონის სრული დაცვით მოხდა მსხვილ აქციონერებზე. მე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შემეძლო, რადგან შენობა რომელსაც იგი ითხოვდა, ?ზუგდიდვაჭრობას? არ ეკუთვნოდა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში უკვე გატარებული იყო მსხვილი აქციონერების სახელზე. როგორც ჩემთვის ცნობილია, მან იგივე მოთხოვნა წაუყენა ერთ-ერთ მსხვილ აქციონერს, ქანთარიას. მაგრამ, მისგან კატეგორიული უარი მიიღო. საჯაიას კატეგორიული მოთხოვნები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.
12 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ დამიბარა პროკურატურაში, დამისვა ზოგადი კითხვები და ჩემთვის სრულიად მოულოდნელად წამიყენა ბრალი, მაგრამ რაში მედებოდა ბრალი ეს პროკურატურაში კი არა, სასამართლოში მოსამართლისგან გავიგე. გამომძიებელ რომეო საჯაიას, წაყენებული ბრალის გარშემო დღემდე არ დაუკითხივარ. იმის საშუალებაც კი არ მომცა, რომ მის მიერ წაყენებულ ბრალზე წარმედგინა ჩემი კონტრარგუმენტები. ერთადერთი რითიც შემოიფარგლა, იგი დაჟინებით ითხოვდა მეღიარებინა დანაშაული.
- კონკრეტულად როგორ გთავაზობდათ ამის შესრულებას?
- ვინაიდან, საერთო კრების მოწვევამდე ვარ სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მირჩია დამეყოლიებინა საბჭოს თავმჯდომარე, დანარჩენი საბჭოს წევრები, მოგვეწვია საბჭოს სხდომა და გამოგვეტანა დადგენილება, სახელმწიფოს სასარგებლოდ, თითქოს უარს ვამბობდით ს/ს ?ზუგდიდვაჭრობის? ქონებაზე. ამ წინადადებაზე ჩემგან კატეგორიული უარი მიიღო.
- რა ეტაპზეა თქვენი საქმე?
- მას შემდეგ, რაც მე, არ დავთანმხდი რომეო საჯაიას წინადადებას, სასწრაფო წესით დაასრულა გამოძიება და საქმე გადასცა სასამრთლოს. ვეჭვობ, სასამართლოში მოვახერხო სამართლის აღდგენა, ვინაიდან აუცილებლად ველოდები მოსამრთლეზე პროკურატურის ზეწოლას, მითუფრო, რომ საქმე დაეწერა იმავე მოსამართლეს, დავით კეკენაძეს, რომელმაც 12 ოქტომბერს თვალის დაუხამხამებლად, ისე გამისტუმრა საპყრობილეში, რომ მხოლოდ საბრალდებო დასკვნის წაკითხვით შემოიფარგლა.
გულნარა ჯინჯოლავა
P. S. იმედია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, დავით კეკენაძე, ამჯერად მაინც მისცემს გულნარა ჯინჯოლავას თავისი უდანაშაულობის დამტკიცების საშუალებას და 5 წუთში არ განიხილავს ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. იმის იმედსაც ვიტოვებთ, რომ სამეგრელოს საოლქო პროკურატურაში ერთი ადამიანი მაინც აღმოჩდება ისეთი, ვინც ქონების ლეგალიზაციის კანონს თვალს გადაავლებს...

Გამარჯობა ყველას,
ОтветитьУдалитьეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.