четверг, 21 октября 2010 г.
როდის დაიწყებენ საქართველოში გვამების დონორებად გამოყენებას?
ტრანპსლანტაცია – სიცოცხლის გადარჩენის თანამედროვე მეთოდი
ტრანსპლანტაცია, იგივე ორგანოთა გადანერგვა, დღესდღეობით სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამედიცინო მეთოდს წარმოადგენს. მსოფლიოში, წელიწადში, ორგანოთა გადანერგვის დაახლოებით 100 ათასი ოპერაცია ტარდება და ამდენივე სიცოცხლის შენარჩუნება ხდება. 1995 წლიდან მოყოლებული, "საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის" ეგიდით, უკვე 108 ტრანსპლანტაცია გაკეთდა, აქედან 101 შემთხვევა თირკმლის გადანერგვა იყო, ხოლო 7 – ღვიძლის.
ტრანსპლანტაციას, საქართველოში, 2000 წელს მიღებული კანონი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, ორგანოს ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს პაციენტის მეუღლე ან გენეტიკური ნათესავი. მართალია, კანონი გვამურ დონაციას არ კრძალავს, მაგრამ ჩვენთან ტრანსპლანტაციის ოპერაცია, გარდაცვლილის ორგანოების გამოყენებით, დღემდე არ ჩატარებულა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამ შემთხვევაში, პრობლემა უფრო ქართულ მენტალიტეტშია
საქართველოში, ორგანოთა გადანერგვასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და არსებულ მდგომარეობაზე, უროლოგიის ეროვნული ცენტრის თირკმლის გადანერგვის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი არჩილ ჩხოტუა გვესაუბრება:
_ თირკმლის ტრანსპლანტაციის აუცილებლობა განპირობებულია პაციენტის მძიმე მდგომარეობით, რაც გამოიხატება თირკმლის უკმარისობით, როცა მისი არცერთი თირკმელი ადექვატურად არ ფუნქციონირებს. ამ ორგანოს ძირითადი მისიაა უზრუნველყოს ორგანიზმის გაწმენდა ნივთიერებათა ცვლის მთელი რიგი საბოლოო პროდუქტებისგან. როდესაც თირკმელი ამ მისიას ვეღარ უზრუნველყოფს და მუშაობას წყვეტს, ხდება მისი ფუნქციის ჩანაცვლება, რომელსაც მედიცინაში თირკმელით ჩანაცვლებითი თერაპია ჰქვია. არსებობს ამ პრობლემის დაძლევის ორი ფორმა, დიალიზით თერაპია და თირკმლის ტრანსპლანტაცია, რომელიც დიალიზით მკურნალობის ალტერნატიული მეთოდად განიხილება.
_ აღნიშნეთ, რომ დიალიზით მკურნალობის ალტერნატიული მეთოდია ტრანსპლანტაცია, რამდენად ეფექტურია და აუმჯობესებს თუ არა ადამიანის ცხოვრების ხარისხს?
_გადანერგვის შემდეგ, პაციენტის ცხოვრების ხარისხი რადიკალურად იცვლება უკეთესობისკენ. დიალიზზე მყოფი პაციენტი განიხილება როგორც ინვალიდი და ფიზიკურად მაქსიმალურად შეზღუდულია. ტრანსპლანტაციის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაცია ხდება. ფაქტობრივად, პარალელურად მიმდინარეობს მისი სოციალური რეაბილიტაციაც. თითოეული ეს მაჩვენებელი ნორმალიზდება. ორგანოს გადანერგვის შემდეგ, ისინი ხდებიან აქტიურები, ზოგიერთი მათგანი სპორტითაც კი ინტერესდება.
_ თუ ენიშნება თირკმელგადანერგილ პაციენტს სპეციფიური პოსტოპერაციული მკურნალობა?
_ოპერაციის შემდეგ, პაციენტს ენიშნება სპეციალური მედიკამენტები იმუნური შეუთავსებლობის დასაძლევად, რათა პაციენტის იმუნურმა სისტემამ, შეტევა არ მიიტანოს და არ გაანადგუროს ახალი ორგანო ანუ მათთვის უცხო ბიოლოგიური ორგანიზმი. მკურნალობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში, შესაბამისი მედიკამენტები უნდა მიიღონ. ეს სჭირდება ყველა თირკმელგადანერგილ პაციენტს, გარდა ერთი გამონაკლისისა, _ თუ პაციენტს გადანერგილი აქვს თავისივე იდენტური ტყუპისცალის ორგანო. თუ ისინი გარეგნულად ერთნაირები არიან, მაშინ მათი ორგანიზმი გენეტიკურად იდენტურია და პაციენტის იმუნური სისტემა, მას უცხო ორგანოდ ვერ აღიქვამს. სხვა შემთხვევაში, სჭირდებათ მედიკამენტური მკურნალობა, მუდმივად, ვიდრე ეს ორგანო ფუნქციონირებს.
_ ვინ შეიძლება იყოს დონორი და რამდენი წელი ფუნქციონირებს გადანერგილი თირკმელი?
_საქართველოში, 2000 წელს მიღებული კანონის შესაბამისად, დონორი შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი, ისე გარდაცვლილი ადამიანი. ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს მხოლოდ გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე. გადასანერგად, გარდაცვლილი ორგანოების გამოყენება დასაშვებია, თუმცა დღემდე არცერთი გადანერგვა არ განხორციელებულა. რაც შეეხება გადანერგილი თირკმლის ფუნქციონირების ხანგრძლივობას, ეს დამოკიდებულია თუ რომელი დონორიდან არის აღებული ორგანო. რა თქმა უნდა, ცოცხალი დონორი უკეთესია. ამ შემთხვევაში, ორგანო 20-23 წელი ფუნქციონირებს, ხოლო გვამური, _ რამდენიმე წლით ნაკლები.
გვამი დონორის შემთხვევაში, ოპტიმალურად ითვლება თავის ტვინის სიკვდილით გარდაცვლილის ორგანოების გადანერგვა, რადგან მათში სისხლის მიმოქცევა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და ჟანგბადი მიეწოდება. ეს კი დადებითად მოქმედებს გადანერგვის შემთხვევაში, ტრანსპლანტანტის ფუნქციონირების ხანგრძლივობაზე.
_ რა შემთხვევაში ფიქსირდება თავის ტვინის სიკვდილი?
_საქართველოში, თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმი 2000 წელს შემუშავდა, ხოლო ცნება მის შესახებ, საქართველოს კანონში `ჯანმრთელობის დაცვის შესახებ~ 1997 წლიდან არის ჩადებული. თავის ტვინის სიკვდილი, გულისხმობს მის დადასტურებას ორჯერ, მინიმუმ 12 საათიანი ინტერვალით, _ კლინიკური გასინჯვისა და ინსტრუმენტული გამოკვლევის საფუძველზე. როდესაც ადამიანის თავის ტვინის სიკვდილი დასტურდება, მისი ორგანიზმიც კვდება. ეს შეუქცევადი პროცესია. ის აქტივობები, რომელიც ორგანიზმში მიმდინარეობს, დროებითია.
_ ყველა პაცინეტის ორგანო განიხილება დონორად, თუ მას თავის ტვინის სიკვდილი დაუდგინდა?
_რა თქმა უნდა, არა. მხოლოდ იმ პაციენტების ორგანოები გამოიყენება ტრანსპლანტაციისთვის, რომლებიც რეანიმაციაში გარდაიცვალნენ. აღნიშნული პაციენტები, უკვე გამოკვლეულია და ცნობილია მათი გარდაცვალების მიზეზებიც. აუცილებელია, რომ ეს დასაბუთებული იყოს ანალიზების საფუძველზე, რათა შემგომში, გადანერგილმა ორგანომ პრობლემები არ შეუქმნას პაციენტს. დონოროებად არ განიხილებიან ის პაციენტები, რომლებიც გარდაიცვალნენ გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით, _ ინსულტით, ინფარქტით, ონკოლოგიური დაავადებებით, ინფექციური პათოლოგიებით (რადგან, ნებისმიერი ინფექცია მიიჩნევა უკუჩვენებად) და სხვა ქრონიკული დაავადებებით. საბოლოოდ, რჩება ძალიან მცირე კონტიგენტი, რომელსაც განვიხილავთ პოტენციურ დონორად. ავტოავარიისა და დახურული ტრამვების შედეგად და ასევე დასაშვებია, თანდაყოლილი ანომალიების მიზეზით გარდაცვლილთა ორგანოების გამოყენება დონორებად.
_ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოშიც დაიწყოს ეს პროცესი?
_რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. ეს საკითხი, იურიდიულად დარეგულირებულია. პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს საზოგადოების განწყობა. ამისთვის კი აუცილებელია, მათი სწორად ინფორმირება. შესაბამისად, მედიკოსებიც, ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს.
_ რას გულისხმობთ საზოგადოების სწორად ინფორმირებაში?
_ამისთვის, საზოგადოება უნდა მოვამზადოთ. ამას უნდა მივაღწიოთ ნელ-ნელა და ფრთხილად. მსგავსი ოპერაციები, განვითარებულ ქვეყნებში, ყოველდღიურად კეთდება, ეს ჩვენთვის იქნება ნოვაცია. უნდა გავიაზროთ, რომ ამ დაავადების მაჩვენებლი კატასტროფულია და ყოველდღიურად იზრდება. დიალიზზე მყოფ პაციენტთა 80 პროცენტს, შესაძლოა ტრანსპლანტაცია გაუკეთდეს, თუმცა დონორების სიმცირის გამო, ამას ვერ ვახერხებთ. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ მათი სიცოცხლის გადარჩენას. აი, ეს არის გასააზრებელი...
მადინა მაღრაძე
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
გსურთ იყიდოთ თირკმელი, სხეულის ორგანოები თუ გსურთ გაყიდოთ თქვენი თირკმელი ან სხეულის ორგანოები? თქვენ ეძებთ შესაძლებლობას გაყიდოთ თქვენი თირკმელი ფულის გამო ფინანსური დაზიანების გამო და არ იცით რა უნდა გააკეთოთ, შემდეგ დაგვიკავშირდით დღეს და ჩვენ შემოგთავაზებთ კარგ თანხას $ 500,000 დოლარად თქვენი თირკმლისთვის. მე მქვია დოქტორი MAXWELL ვარ ნევროლოგი BILL ROTH HOSPITAL– ში. ჩვენი საავადმყოფო სპეციალიზირებულია თირკმლის ქირურგიაში და ჩვენ ასევე ვსაუბრობთ თირკმელების ყიდვასა და გადანერგვაზე ცოცხალ დონორთან ერთად. ჩვენ მდებარეობს ინდოეთში, აშშ -ში, მალაიზიაში, სინგაპურში. Იაპონია.
ОтветитьУдалитьგთხოვთ შეგვატყობინოთ, დაინტერესებული ხართ თირკმლის გაყიდვით ან ყიდვით ან
ორგანოს გთხოვთ ნუ მოგერიდებათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით.
ელ.ფოსტა: birothhospital@gmail.com
რა არის აპლიკაციის ნომერი: +33751490980
Საუკეთესო სურვილებით
უფროსი მედიცინის დირექტორი
DR MAXWELL