26.02.2009
,,ილია ჩაჩიბაიას, ხელისუფლების რომელიღაც დაჯგუფების წევრი მფარველობს!``
თამარ ლეფსვერიძე
,,ილია ჩაჩიბაიას, ხელისუფლების რომელიღაც დაჯგუფების წევრი მფარველობს!``
თამარ ლეფსვერიძე
ზუგდიდელი ჟურნალისტი, ილია ჩაჩიბაია ამტკიცებს, რომ სატელეფონო საუბრის დროს, აფხაზეთის მედია-ცენტრის ხელმძღვანელი, რაულ ქირია, მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
„დღეს, 16:00 საათზე დამიკავშირდა რაულ ქირია და აღნიშნული წერილის გამოქვეყნებისთვის, მკაცრი ტონით მისაყვედურა. მეტიც, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, დამემუქრა და სატელეფონო საუბარი შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „შენ, მალე, სიცოცხლის უფლებას წაგართმევენო“.
ილია ჩაჩიბაიას ცნობით, „ღია ბოქლომის“ 16 თებერვლის ნომერში, გამოქვეყნებული იყო ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი წევრის, ლალი ანთიას წერილი, რომელშიც ის რაულ ქირიას მისი მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად, ლალი ანთია, თაღლითობის ბრალდებითაა დაკავებული და სასჯელს თბილისის ქალთა კოლონიაში იხდის.
რაულ ქირია აცხადებს, რომ ის ჩაჩიბაიას არ დამუქრებია.
„გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით, შენიშვნა მართლაც მივეცი, მან უკმეხად მიპასუხა, რაზედაც პასუხი გავეცი. თუმცა, ფიზიკური ლიკვიდაციით არ დავმუქრებივარ“, _ ამბობს რაულ ქირია.
ჩაჩიბაიას ამ განცხადებას, მოჰყვა საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის განცხადება, სადაც აღნიშნულია:
``საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია`` აპროტესტებს ჟურნალ „ღია ბოქლომის“ ჟურნალისტის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას და მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, უპირობოდ, დაუშვებელია სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.
``საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია`` მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებით ჟურნალისტებს, მედიაორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ საქართველოში აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების დაკანონებას, ჟურნალისტების საქმიანობის უსაფრთხოებას, მედიის მიერ მხილებული ფაქტებისა და დანაშაულობების დასჯადობას.``
რამდენიმე სიტყვით, ``თავისუფალი გაზეთის ``პოზიციაც გვსურს დავაფიქსიროთ ``რეგიონული მედიის ასოციაციის`` განცხადებასთან დაკავშირებით. აზრისა და სიტყვის გამოხატვის დასაცავად, ``თავისუფალ გაზეთს`` არაერთი სასამართლო პროცესი ჰქონია და ამ მიმართულებით არსებული სირთულეები, ჩვენთვის უცხო ნამდვილად არ არის. თუმცაღა, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, აბსოლუტურად განსხვავდება იმ ცნებისგან, რასაც უხამსობა ჰქვია. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ``ღია ბოქლომის`` მე-9 ნომერში გამოქვეყნებული სტატია სათაურით: `დადიანისეული სასახლის ჭიშკარი ირაკლი კოდუას ნათრევი ნანუკა ჟორჟოლიანის ბოთე ალექსანდრე ქობალიას და მამათმავალი გიგი უგულავას სახელებმა წაბილწეს``.
მიგვაჩნია, რომ ამ შინაარსის ცნობების გამოქვეყნება, ჟურნალისტური ეთიკის ყოველგვარ ნორმებს სცილდება და მსგავს შემთხვევებში, ნამდვილად არ ვაპირებთ რომელიმე მედია-საშუალების პოზიციის გაზიარებას.
კანონის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს როგორც უხამსობასთან, ასევე ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევასთან. რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ქვეყნის შიდა კანონმდებლობას, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით (გამოხატვის თავისუფლება) დადგენილ სტანდარტებს.
დავუბრუნდეთ ისევ ილია ჩაჩიბაიასა და რაულ ქირიას დაპირისპირების თემას. ``თავისუფალი გაზეთი`` შეეცადა, ამ დაპირისპირების დეტალები, აფხაზეთის მედია-ცენტრის ხელმძღვანელთან, რაულ ქირიასთან გაერკვია.
_ მას შემდეგ, რაც ამ ზეწოლის თაობაზე პრესაში ინფორმაცია გავრცელდა, რაიმე პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ თქვენს უწყებაში?
_ მარტივად გეტყვით, უწყებაში არანაირი პრობლემა არ შემქმნია და არც შემექმნება. დღეს, საზოგადოების 99%-მა და თვითონ გაზეთის რედაქტორებმაც კარგად იციან, რას წარმოადგენს ჩაჩიბაია. რომ ეს ყველაფერი აბსურდია.
_ თქვენ სად გაიცანით ჩაჩიბაია და საერთოდ, რა ურთიერთობა გაკავშირებდათ მასთან?
_ არანაირი ურთიერთობა არ მაკავშირებდა, გარდა იმისა რომ პერიოდულად მირეკავდა და დახმარებას მთხოვდა იმ მოტივით, თითქოს ვიღაცეები ჩაგრავდნენ და ზეწოლას ახორციელებდნენ მასზე. ახლა ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. და საერთოდ, როგორ შეიძლება, ერთ დღეს ადამიანი იყოს ჟურნალისტი, მეორე დღეს ``რუპორით`` დარბოდეს და პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ემსახურებოდეს და მესამე დღეს, თავს ისევ დამოუკიდებელ ჟურნალისტობაზე დებდეს?
_ ``თავისუფალ გაზეთთან`` ინტერვიუში, ილია ჩაჩიბაია არ უარყოფდა, რომ ერთ დროს, საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ზუგდიდის გამგებელ ალიკა ქობალიასთან და მისი ოჯახის წევრებთან. ქობალიასთან ხომ არ გქონდათ რამე დაპირისპირება და მათ ინტერესებში ხომ არ შედიოდა თქვენს წინააღმდეგ ე.წ შავი ფიარის აგორება?
_ ქობალიაზე შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი რიგითი გამგებელია. მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. არჩევნების პერიოდში, აწ გარდაცვლილ მამამისთან, გრიშა ქობალიასთან მქონდა ურთიერთობა. მაშინ, ნაზი არონიასთან ვმუშაობდი პარლამენტში და ამის გამო, გრიშა ქობალია არ მესალმებოდა. შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლების რომელიღაც დაჯგუფების წევრი, მართლა მფარველობს ილია ჩაჩიბაიას. მისი არაადექვატური ქცევები, პროვოკაციული გამოხტომები საკუთარი თავის გამოსაჩენად, არაობიექტური მასალების ბეჭდვა, მხოლოდ მის პოზიციებს არ ჰგავს. მაგალითად, ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში, ზუგდიდელი, საკმაოდ წარმატებული მოდელი, თამთა შედანია, ``ბოზად`` არის მოხსენიებული. თუნდაც ჩემს კოლეგაზე, ლალი გელენავაზე დაწერა, თითქოს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის საყვარელი იყო. ეს ძალზე არაეთიკური საქციელია ჟურნალისტის მხრიდან. ილია ჩაჩიბაიას, ზუგდიდში, არც კი ესალმებიან. არ შეიძლება, ყოველთვის ერთი იყოს მართალი და სხვა დანარჩენი _ მტყუანი
რაც შეეხება ნაზი არონიას, პრესაში რაც იწერება და ხდება, ყოველთვის მასთან ერთად ვარ ნახსენები, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ. მე ჩემი ცხოვრება და კარიერა მაქვს. არონიასთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს, რადგან ადრე მისი თანამშრომელი ვიყავი.
_ ანუ, ნაზი არონიასთან არანაირი პრეტენზია არ გაქვთ?
_ ცხადია, არანაირი პრეტენზია. რაც შეეხება იმ სიბინძურეებს, რაც ადრე ზუგდიდში, არჩევნების დროს ხდებოდა, როცა არონიას წინააღმდეგ პლაკატებს ბეჭდავდნენ და ავრცელებდნენ, ამ ყველაფრის თავი და შემოქმედი, დღეს ციხეშია.
_ ამ ყველაფრის თავი გახლდათ ვერა (ლალი) ანთია, რომელზეც ``თავისუფალ გაზეთს`` საკმაოდ ვრცელი სტატია ეწერა, სადაც ის აღიარებდა მისი და გრიშა ქობალიას თანამშრომლობას არა მხოლოდ ნაზი არონიას, არმედ ზუგდიდის მთელი იმდროინდელი ხელისუფლების წინაღმდეგ...
_ იმ პერიოდში, არონიასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. იგივე ურთიერთობა მქონდა, რაც გრიშა ქობალიასთან. ამის მოწმე იყო საარჩევნო შტაბში ყველა: იგივე ლაშა დამენია, ლაშა დარასელია, როდესაც შტაბში ხმებს ვითვლიდით. არანაირი ღრმა ურთიერთობა არ მქონია. პრესაში ისიც დაიბეჭდა, თითქოს ნაზი არონიას ნათესავი ვარ, რაც აბსურდია.
_ ვერა, იგივე ლალი ანთიას საიდან იცნობთ და რა ურთიერთობა გქონდათ მასთან? ის, ციხიდან სისტემატიურად გზავნის წერილებს ერთ-ერთ გაზეთში და ყველა მათგანში, საკმაოდ მძიმე ბრალდებებს გიყენებთ...
_ ანთია გავიცანი, როცა პარლამენტში ვმუშაობდი. მალევე მივატოვე პარლამენტი და გავხსენი ახალი ამბების სააგენტო ``ინფო ნიუს ჯორჯია``. იმ პერიოდში, ჩვენ გვქონდა ექსკლუზიური ინფორმაცია, თითქოს ზვიად გამსახურდია სამეგრელოში იყო დაკრძალული. Aამის შესახებ, კადიროვმა ელენე თევდორაძეს უთხრა. სააგენტოს ფუნქციაც ისაა, რომ ტელეკომპანიების პროდიუსერებს დაუკავშირდეს და თემა ``გაყიდოს.`` ჩვენ, ამ თემის მომზადება დავიწყეთ. ანთიას, როგორც ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერსა და ახლობელს, დავუკავშირდით და თემის მომზადებაში დახმარება ვთხოვეთ. ზუგდიდში, ჟურნალისტ გოდერძი შარაშიასთან ერთად ჩავედი, სადაც ანთიას პირველად ვუთხარი გამარჯობა. მაშინ, ანთიამ დალი ლატარიას დაგვაკავშირა. ქალბატონ დალის გადავუხადე თანხა, კონკრეტული რესპოდენტების მოსაძებნად. რამდენიმე რესპოდენტი ჩავწერეთ. თუმცა, რადგან მანანა არჩვაძისგან ამ ამბავს უკურეაქცია მოჰყვა, თემის მომზადება შევწყვიტეთ.
მახსოვს, გადაღებაზე ვიყავით ქალბატონ ტურფა გვილავასთან, რომელიც, ზუგდიდში, პირველი პრეზიდენტის პირადი მასპინძელი იყო ხოლმე. მხოლოდ ამით შემოიფარგლა ჩემი და ანთიას ნაცნობობა. თბილისში დაბრუნებულს, ის ხშირად მირეკავდა და მკითხულობდა. მხოლოდ მოკითხვის დონეზე ვურთიერთობდით. მოგვიანებით გაირკვა, რომ ანთიას აინტერესებდა ბიზნესმენ ნაზი ალასანიას გაცნობა, რომელიც გავაცანი კიდეც. ანთიაზე, სხვა არაფრის თქმა შემიძლია, რადგან ხშირი ურთიერთობა არ გვქონია.
მოგვიანებით, სწორედ ``თავისუფალი გაზეთიდან`` შევიტყე, რომ არსებობს ჩანაწერი, სადაც ანთია აღიარებს მონაწილეობას ზუგდიდში გავრცელებული ყველა პროკლამაციის მომზადებაში.
მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი ვერა, ჩემი მეშვეობით, შს მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებას ცდილობდა. ამბობდა, ლაურა ღაჭავა დაკავებით მემუქრებაო. ლაურა ღაჭავა, გაზეთ ``ქრონიკაში`` გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე გავიცანი, გაგარინზე, რესტორანში. ინიციატივა მისგან მოდიოდა. როგორც გაირკვა, ქალბატონ ლაურას წარმოვედგინე დაახლოებით 50 წლის რაულ ქირიად, რომელსაც ``ქილერობა`` ბრალდებოდა. თითქოს, ანთია უნდა მომეკლა, რაშიც ფული ღაჭავამ გადამიხადა. ამ ჭორების გამო შევხვდით ერთმანეთს, სულ რაღაც 10 წუთით.
_ იცით თუ არა, ვინ არის ინფორმაციის წყარო, რომელმაც ``ქილერობა`` დაგაბრალათ? ეს ხომ ძალიან მძიმე ბრალდებაა?
_ წყარო, თავად ანთია იყო ციხიდან. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულ საკითხებში ვერ ვერკვევი, იმდენი მაინც ვიცი, რომ ციხიდან წერილები ასე არ გამოდის, ეს შეუძლებელია. ამ წერილების სერიალი როგორ ხვდებოდა რედაქციებში, ესეც საკითხავია. ყოველი ორშაბათის გათენება, ჩემთვის მარაზმია, რადგან ისეთ რაღაცეებს ვიგებ საკუთარ თავზე, რაც სიზმარშიც არ დამსიზმრებია.
_ სხვათაშორის, გაზეთები ძალიან საინტერესო რესპოდენტებს არ აშუქებენ იმ ინტენსივობით, როგორც ლალი ანთიას. ხომ არ იცით, რატომ არის ის ასეთი სასურველი წყარო?
_ ანთიას გაცნობა ყოველთვის მაინტერესებდა, რადგან ის ზურაბ ჟვანიას მეგობარი გახლდათ. სხვათაშორის, რა ბრალდებითაც ანთია დააკავეს, ეს ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამ მუხლით მოხვდებოდა ციხეში.
_ რატომ, უწყინარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა?
_ უბრალოდ, ბევრჯერ შევსწრებივარ, როგორ ეკონტაქტებოდა ის სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელ პირებს და ჩემთვის, მისი დაკავება, ძალიან მოულოდნელი იყო.
_ ცნობილია, რომ ვერა ანთია ზურაბ ჟვანიას ახლო მეგობარი იყო. პრემიერ-მინისტრს, სამეგრელოს შესახებ ინფორმაცია, სწორედ მისგან ჰქონდა. Gგარდა ამისა, ის აქტიურად ხვდებოდა და თანამშრომლობდა ზურაბ ჟვანიას გუნდთან. ამ გუნდიდან ხომ არ გქონდათ ვინმესთან დაპირისპირება, მათი ინტერესი ხომ არ დევს ამ ყველაფერში?
_ ვისთან მეგობრობდა და რა ინფორმაციებს გასცემდა ლალი ანთია, ჩემთვის უცნობია. ზუსტად ის ვიცი, რომ ბატონ ვანო მერაბიშვილთან დაკონტაქტებას ცდილობდა და სურმანიძის შესახებ, რაღაც ვალზე საუბრობდა, რომელიც სამ მილიონს შეადგენდა. ის შს მინისტრის პირადი მობილურის ნომერს ეძებდა, მე კი იმ დონის სახელმწიფო მოხელე არ ვარ, მისი ნომერი მქონოდა. ამაზე, ანთია გამიბრაზდა, თითქოს მე ვუმალავდი ნომერს. ჩემთვის გაუგებარია, დღეს ასეთ წერილებს რატომ წერს. ის რომ ჩაჩიბაია თავის ჟურნალში ბეჭდავს ამ წერილს, კიდევ უფრო მეტად გაუგებარია. მოგეხსენებათ, ბეჭდვა რამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული, საკმაოდ დიდტირაჟიანი და პოპულარული გაზეთებიც კი შავთათრად გადაკეთდა. ჩაჩიბაიას კი, ასეთ პირობებში, არაფრის პრობლემა არ შექმნია და ``კარიერის`` დასაწყისში, საკმაოდ კარგი ოფისი აქვს ზუგდიდის ცენტრში. ეს ყველაფერი, ბევრ კითხვას ბადებს...
_ მოდით, პირდაპირ მითხარით, ნამდვილად დაემუქრეთ ილია ჩაჩიბაიას? ამაზე, რეგიონალურ ჟურნალისტთა ასოციაციამ, სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
_ კარგი იქნებოდა, ილიას ბრალდებებზე, ამ ასოციაციის თავმჯდომარეს ჩემთვისაც დაერეკა. სიმართლე გითხრათ, ამ ასოციაციის შესახებ, ნაკლებად მსმენია. შესაბამისად, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები, ნამდვილად არ ვიცი. ჩაჩიბაის მხრიდან, ბრალდებები, სისტემატიურად გრძელდებოდა. თითქოს არ ვაძლევ ოფისის გახსნის საშუალებას. მითხარით, სასაცილო არ არის ეს ყველაფერი?! ერთ რამეს კი გეტყვით, როდესაც განმუხურში, აფხაზეთის მთავრობის ღონისძიება მქონდა, წინააღმდეგი ვიყავი ჩაჩიბაია წამოსულიყო. რადგან, ადამიანი სისტემატიურად ცდილობს საკუთარი თავის დემონსტრირებას პროვოკაციული ქმედებებით. ეს ღონისძიება, აკადემიური სტილის იყო და არ მინდოდა, პროვოკაციას ჰქონოდა ადგილი. ბოლოს, მაინც დავპატიჟე, მან კი კომენტარებში აღნიშნა, თითქოს არჩევნებზე ხუთიანის შემოხაზვას ვაიძულებდი და სანაცვლოდ, სახელმწიფო სტრუქრურაში დასაქმებას ვპირდებოდი. ეს ყველაფერი ისეთივე აბსურდია, როგორც ის, რომ მას სიცოცხლის უფლების წართმევით დავემუქრე...
ნამდვილად დავურეკე და მკაცრად ვესაუბრე, მაგრამ მუქარა არ ყოფილა. ვნანობ, საერთოდ დარეკვის და დალაპარაკების ღირსად რომ ჩავთვალე. მას ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ჭირდება. გამკვირვებია იმ გაზეთების, რომლებმაც ამ ზეწოლის შესახებ დაწერეს. დღეს, საქართველოში გაცილებით პრობლემატური საკითხები არსებობს, რაც შეიძლება პრესაში დაიბეჭდოს.
_ ეჭვი გაქვთ, რომ ჩაჩიბაიას ვიღაც ხელისუფლებიდან მფარველობს, იქნებ დაგვიკონკრეტოთ...
_ შესაძლებელია, ეს იყოს კონკრეტული პირი, ან ადამიანთა დაჯგუფება. ყველამ კარგად იცის სამეგრელოში არსებული ვითარება. დღეს, სამეგრელო კონტროლს არ ექვემდებარება. როცა იქ ჩავდივარ, ჩემი რაიონის ხალხი, მართლა მეცოდება. სიტუაცია უკონტროლოა და ყველა გუბერნატორს ახოცავს ხელს. შესაძლოა, კონკრეტული გამგებელი მფარველობს ჩაჩიბაიას. შეიძლება ამას აკეთებდეს ის ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია ხელისუფლებაზე კრიტიკული მასალები იწერებოდეს.
მთელი უბედურება კი ისაა, რომ ამ ადამიანს არა აქვს არანაირი განათლება, ჟურნალისტური კუთხით. ის დიდი სკოლა, რაც ჟურნალისტმა უნდა გაიაროს, არ გაუვლია. მისი საქმე `რუპორის~ ტარება და ზუგდიდის ცენტრში ყვირილია. ამისთვის თუ აფინანსებენ, _ გაუმარჯოს ჩაჩიბაიას! ადამიანი, რომელიც გაუნათლებელია, წიგნის კითხვის დრო არა აქვს, რადგან პროვოკაციებსაა აყოლილი და პოლიტიკურად ანგაჟირებულია. მიმაჩნია, რომ მის სიტყვას ფასი არა აქვს ჟურნალისტიკაში. პირველ რიგში, ეთიკური ნორმები ისწავლოს და საკუთარი თავის ფიარზე ასეთი ბინძური მეთოდებით, მერე იფიქროს.
ratom cruob qiria?
ОтветитьУдалить